”ბანანის ჩიზქეიქი”
”ბანანის ჩიზქეიქი” 

Board Image

 

Board Image

 


ბისკვიტი 
3 კვერცხი 
1ჩ/ჭ შაქარი 
150გ კარაქი 
200გ მაწონი 
სოდა/ძმარი(მე საცხობ სოდას ვიყენებ, აქ არ ვიცი სად იყიდება) 
ფქვილი 
ვანილი 

კვერცხითა და შაქრით ვაკეთებთ გოგლი მოგლს, ვამატებთ მაქონს+სოდა/ძმარი+ვანილი+გამდნარი კარაქი. 
თითოეულის დამატების მერე კარგად ვთქვეფთ. 
ბოლოს ვამატებთ ფქვილს იმდენს რომ გამოვიდეს სქელი არაჟნის მასა(კოვზით რომ იდებოდეს ცომი) 
უკვე გამზადებულს ვასხამთ კარაქწასმულ ცივ გასახსნელ ფორმაში და ვაცხობთ 180გრადუსზე 
გამოცხობის მერე ვჭრით ორად ტორტის ბისკვიტივით და ვიყენბთ მხოლოდ ერთს( 

სუფლე 
3 პაკეტი ჟელატინი 
200გ შაქარი 
1კგ ვალიოს ნაღები ან ნაკლებ ცხიმიანი არაჟანი 

ჟელატინს ვასხამთ 150გ წყალს და ვალბობთ ნახევარი საათით მერე მიგვყავს ადუღებამდე და ცხელ ჟელატინს ვამატებთ ნაღებისა და შაქრის წინასწარ ათქვეფილ მასას. 
კარგად ვურევთ. 

ისევ გასახსნელ ფორმაში ვდებთ ბისკვიტს, ვნამავთ, ვაწყობთ ნებისმიერ ხილს სქლად და ვასხამთ გამზადებულ სუფლეს! 
ვდგამთ საყინულეში ნახევარი საათით. 

ამასობაში ვამზადებთ ჟელეს 

ჟელე
 
1 პაკეტი ჟელატინი 
დაბლენდერებული ხილი სადღაც 200 გრამი 
გემოვნებით შაქარი 

ჟელატინს ვალბობთ 50გ წყალში ისევ ნახევარი საათით, მიგვყავს ადუღებამდე და ვამატებთ ხილისა და შაქრის ათქვეფილ მასას, ვურევთ კარგად და სუფლეზე ვასხამთ , კოვზით კარგად ვანაწილებთ და ვდგამთ მაცივარში(არა საყინულეში) 3-4 საათით(მთელი რამე თუ დატოვებთ მთლად უკეტესი) 

ჟელეს მაგიერ სუფლეს შეგიძLიათ დააფაროთ ბისკვიტის მეორე ფენა და მორთოთ კრემით, ხილით... 

შესაძლოა გაკეთდეს ორცხობილითაც: 



Share

რეკლამა Mother.ge

რეკლამა Mother.ge


რეკლამა Mother.ge
 


რეკლამა Mother.ge