რატომ ვერ დავრჩი ორსულად ?

საკმაოდ ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს. დაწყებული არასწორი ოვულაციიდან, დამთავრებული არასწორი კვებით და აგრეთვე ყველაზე გავრცელებული მიზეზი რაც შეიძლება იყოს, ეს არის მამაკაცის ფაქტორი.
რა იყო პირველი, სტრესი იმის შესახებ რომ უნაყოფოს დიაგნოზი დაგისვეს თუ უნაყოფობა თქვენი სტრესის გამო? მიუხედავად იმისა, რომ უნაყოფობაზე ბევრად მეტი იციან დღეს ვიდრე იცოდნენ 10 წლის წინ, მაინც საკმაოდ რთული დაავადებაა. მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, წყვილები ეძებენ და ხშირად ღებულობენ იმ დახმარებას, რომელიც მათ ჭირდებათ. გამოკვლევების მიხედვით აშშ-ში ყოველწლიურად დაბადებულ ბავშვთა 1% ხელოვნური განაყოფიერების წყალობით იბადება.
დღესდღეობით დაახლოებით 7 მილიონი ამერიკელი ქალი იტანჯება უნაყოფობისაგან, ანუ 8 ქალიდან ერთი. უნაყოფობა ტაბუ საკითხი აღარ არის: საკმაოდ ბევრი ინფორმაცია დაგვიგროვდა ამ საკითხე და გაირკვა ყველაზე ეფექტური გზები, რომლითაც შეიძლება ვიმკურნალოთ. ეს დაავადება თანაბრად ვნებს როგორც ქალის, ასევე მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემებს, განსაკუთრებით მათ, ვინც დედობრივ ასაკშია.
ექიმების რჩევაა, რომ წყვილებმა, რომლებიც 35 წელს ქვემოთ არიან და უკვე 12 თვეა ცდილობენ ბავშვის ჩასახვას, აუცილებლად მიმართონ ფერტილობის სპეციალისტს. ხოლო თუ კი 35 წელს ზემოთ არის წყვილი და 6 თვეზე მეტია არ გამოსდით ბავშვის ჩასახვა, მაშინვე უნდა მიმართონ სპეციალისტს, მაგრამ რაც უფრო მალე დაგისვამენ დიაგნოზს, მით უფრო კარგი შედეგი იქნება. შესაბამისად სასურველი იქნება კონსულტაციები მალევე გაიაროთ სპეციალისტთან.

მამაკაცის ფაქტორი

ცნობილი ფერტილობის ექსპერტების მიხედვით, უნაყოფობის მთავარი მიზეზი არის მამაკაცის ფაქტორი (სპერმის დაბალი დონის შემცვლელობა, მოძრაობა, სტრუქტურული ანომალიები და ა.შ.) რამდენად გავრცელებულია მამაკაცის ფაქტორი? უნაყოფო წყვილების 30-40% ში მამაკაცის ფაქტორი მთავარი მიზეზია.

მკურნალობა:

კარგი ამბავი ის არის, რომ შეგიძლიათ უმკურნალოთ მამაკაცის ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობის უმეტეს შემთხვევას. ცუდი ამბავი ის არის, რომ: მამაკაცები იტანჯებიან ემოციური უკუცემებისაგან, ისევე როგორც ქალები. პირველი ნაბიჯი არის ნახოთ ექიმი ან უროლოგი, რათა პრობლემის დიაგნოზი დაგისვან. სპერმის დაბალი შემცვლელობის მკურნალობა შესაძლებელია IVF-ს გამოყენებით (ვიტრო ფერტილიზაცია) ან პროცედურით, რომელსაც ჰქვია ინტაციტოპლაზმური სპერმის ინექცია.

ენდომეტრიოზისი

ნაციონალური უნაყოფობის ასოციაციის მიხედვით, დაახლოებით 3-5 მილიონ ამერიკელ ქალს, რომლებიც რეპროდუქციულ ასაკში არიან, აქვს ენდომეტრიოზისის პრობლემა – რეპროდუქციული სისტემის დაავადება, რომლის დროსაც ენდომეტრიუმის უჯრედები (საშვილოსნოს ღრუ) იზრდება იქ, სადაც არ უნდა არსებობდეს – საშვილოსნოს ღრუს გარეთ, რაც იწვევს იმ არხების ჩაკეტვას, რომლებიც უზრუნველყოფენ სპერმისა და განაყოფიერებული კვერცხის შეხვედრას. ენდომეტრიოზისის გავრცელებული სიმპტომებია: ძლიერი და მტკივნეული ციკლი და ტკივილი სექსის დროს.

მკურნალობა:

ლაპარასკოპია არის ერთადერთი გზა, რომლითაც შეიძლება გაიგოთ იტანჯებით თუ არა ენდომეტრიოზისით.

ოვულაციასთან დაკავშირებული აშლილობები

ეს არის საკმაოდ მრავლისმომცველი საკითხი და ალბათ უნაყოფობის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ქალებში: ეს ხდება მაშინ, როდესაც ოვულაცია არ მიმდინარეობს, ან არათანმიმდევრულად მიმდინარეობს. უნაყოფო ქალთა 20-40%-ს სწორედ ოვულაციასთან დაკავშირებული აშლილობები აქვს – რეპროდუქციული ასაკის ქალებს ამ დროს შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეთ ოვულაცია ან შეიძლება ყოველ 3 თვეში ერთხელ ჰქონდეთ.

მკურნალობა:

ოვულაციასთან დაკავშირებული აშლილობები შეიძლება დარეგულირდეს ორალური წამლებით, როგორიცაა ქლომიდი.

პოლიკისტური ოვარიალური სინდრომი (PCOS)

ეს არის საკმაოდ კომპლექსური მდგომარეობა – ოვულაციური დისფუნქცია, რომელიც ჩნდება საკვერცხეში… ეს არ არის დაავადება, რომელიც ყველას ერთნაირად აქვს. ბევრმა ადამიანმა ვისაც აქვს პოლიკისტური ოვარიალური სინდრომი, არც კი იცის ამის შესახებ, ვინაიდან საკმაოდ ბევრი სიმპტომია, რომლებიც ერთმანეთთან არანაირ კავშირში არ არის. მაგალითად ოვულაციის ნაკლებობა, არეული მენსტრუალური ციკლი, წონის მატება, თმა ისეთ ადგილებში, სადაც აქამდე არ იყო და უნაყოფობა.

მკურნალობა:

პოლიკისტური ოვარიალური სინდრომის მკურნალობის ნომერ პირველი ხერხი არის დიეტა და ვარჯიში. აგრეთვე წამალი მეტფორმინი, რომელიც გამოიყენება ინსულინის რაოდენობის დასარეგულირებლად, რომელსაც ორგანიზმი იყენებს და აბალანსებს ჰორმონებს.

ზედმეტი ან ნაკლები წონა

ზედმეტმა სიგამხდრემ ან ზედმეტმა წონამ შეიძლება არიოს ჰორმონალური ფუნქციები. კვლევებმა აჩვენეს, რომ ზედმეტმა ვარჯიშებმა შეიძლება ნეგატიური გავლენა მოახდინონ ნაყოფიერებაზე.

მკურნალობა:

აუცილებელია ქალებმა გაიარონ კონსულტაციები საკვებთან დაკავშირებით; დანამატები როგორიცაა თევზის ზეთი, დე ვიტამინი, პრობიოტიკები, მაღალი ხარისხის პრენატალური ვიტამინები და CoQ10, ამ ყველაფერს შეუძლია გააუმჯობესოს საკვერცხეს ხარისხი და იყოს გამოსადეგი მამაკაცის ფაქტორისათვისაც.

სტრესი

სტრესი საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ყველა დაავადებისას, უნაყოფობის ჩათვლით, მაგრამ თუ კი სტრესი ერთადერთი ფაქტორია, რომელიც უნაყოფობას იწვევს, მაშინ საკმაოდ სერიოზულ სტრესთან გვაქვს საქმე… ის, რაც ძალიან კატასტროფულია. თუ კი ქალს ასეთი კატასტროფული სტრესი აქვს, ამან შეიძლება დიდი როლი ითამაშოს ჰიპოთალამუსის ფუნქციაში, რაც აკონტროლებს ლორწოს წარმომქმნელ გლანდებს, რაც თავისით აკონტროლებს ფარისებრი ჯირკვალს, თირკმელზედა ჯირკვალსა და საკვერცხეებს – რასაც ბოლოს მივყავართ არეულ ციკლთან.

მკურნალობა:

ექსპერტები გთავაზობენ მოძებნოთ რაიმე გზა, რომლითაც დაარეგულირებთ თქვენი სტრესის დონეს – სასურველია იპოვოთ დახმარების ჯგუფი, მიდის ფსიქოლოგთან ფერტილობის კლინიკაში, გააკეთეთ იოგა, მედიტაცია ან რაიმე განსაკუთრებული თქვენს პარტნიორთან ერთად – აკუპუნქტურა ძალიან კარგი ხერხია სტრესის შესამცირებლად.

მილოვანი დაავადება

ქალის უნაყოფობის მიზეზების დადგენის კარგი ხერხია იმის გამოკვლევა, აქვს თუ არა მას რაიმე მექანიკური პრობლემები, მაგალითად დაბლოკილი არხები.

მკურნალობა:

მილოვანი დაავადებები საკმაოდ შემცირდა ბოლო 2 ათწლეულში. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, დღესდღეობით ექიმები პირდაპირ ფერტილიზაციის IVF-ს იყენებენ (ვიტრო ფერტილიზაცია)

ასაკი (ან საკვერცხეს ფაქტორი)

ასაკი ქალებში საკმაოდ მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ნაყოფს ეხება. ქალები იბადებიან ყველა თავიანთი საკვერცხით – დაახლოებით 1-2 მილიონი დაბადებისას – და მათ ვკარგავთ ყოველ თვიურად. თინეიჯერობისას 300 000 არის დარჩენილი და დაახლოებით 300 გამოდის ოვულაციისას. კვერცხების სისტემატურ კარგვას ატრესია ეწოდება – ასე რომ 51 წლის ასაკში ამ შემთხვევაში საერთოდ აღარ გექნებათ დარჩენილი.

მკურნალობა:

კვერცხების მუდმივი კარგვა – ისევე როგორც ასაკის მატება – შეუჩერებადია. საკვერცხეს ფაქტორის მკურნალობა შესაძლებელია შემდეგი ხერხებით: დავანებოთ სიგარეტის მოწევას თავი, დაიკელით წონაში თუ კი ჭარბწონიანი ხართ, მიიღეთ დანამატები როგორიცაა: თევზის ზეთი, დე ვიტამინი, პრობიოტიკები, პრენატალური ვიტამინები და CoQ10.

მოწევა

მოწევას აქვს ნეგატიური ეფექტი ფერტილობაზე. სიგარეტმა და მარიხუანამ შეიძლება შეამციროს სპერმის რაოდენობა მამაკაცებში და აუცილებლად გასათვალისწინებელია. მოწევა არის უნაყოფობის ძირითადი მიზეზი, შესაბამისად ექიმები პაციენტებს აფრთხილებენ რომ დაანებონ მოწევას თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში განაყოფიერების შანსი საკმაოდ მცირდება.

მკურნალობა:

საკმაოდ მარტივია: დაანებეთ თავი მოწევას! აქ მეტს ვერაფერს იტყვი. უბრალოდ თუ კი გინდათ, რომ ნაყოფი ჯანმრთელი იყოს ან საერთოდ დაორსულების შანსი გქონდეთ, აუცილებლად დაანებეთ თავი მოწევას.

დაბალი პროგესტერონი

პროგესტერონის როლი განაყოფიერებაში საკმაოდ სადაო საკითხი იყო ბოლო 30 წლის განმავლობაში. ოვულაციის დროს კვერცხის პარკი გამოიმუშავებს პროგესტერონს, რათა შეინარჩუნოს ემბრიონი. პროგესტერონის ნაკლებობა ამ ფაზის დროს იწვევს საშვილოსნოში მიმდინარე პროცესების არევას, რასაც ბოლოს ნაყოფის მოშლისკენ მივყავართ.

მკურნალობა:

ბევრი ენდოკრინოლოგი გეტყვით, რომ პროგესტერონის აღსადგენად აუცილებლად მიიღოთ დანამატები აბების სახით, ვაგინალური მედიკამენტები ან ინექციები, რომლებიც დაგეხმარებათ საშვილოსნოს უჯრედების გამაგრებაში, რაც ხელს შეუწყობს ემბრიონის მიკვრას საშვილოსნოზე.

ბოლო კომენტარები

You might also like More from author

დატოვე კომენტარი

Your email address will not be published.