გაციება ორსულობის დროს: სანერვიულოა თუ არა?

გაციება – შეუძლია თუ არა გაციებას დააზიანოს თქვენი ნაყოფი? სიმართლე + გზები, რომლითაც შეგიძლიათ თავიდან აირიდოთ გადამდები ვირუსები

გაციება სახუმარო ნამდვილად არ არის – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისედაც გამოფიტული ხარ ნაყოფის გამო. ახლა კი, მეცნიერებმა კიდევ ერთი უარყოფითი მხარე იპოვეს გაციების ორსულთათვის. გაციებამ ორსულობის დროს, შეიძლება ბავშვს ასთმა განუვითაროს!

მკვლევარებმა 500 ზე მეტი ბავშვი გამოიკვლიოს, გამოიკითხეს მათი მშობლებიც. ბავშვებს რომელთა დედები 3 ზე მეტჯერ გაცივდნენ ორსულობისას 2 ჯერ უფრო დიდი შანსი ჰქონდათ განევითარებინათ ასთმა 5 წლის ასაკში, ვიდრე მათ, ვინც თითქმის არ გაციებულა.

ექსპერტებმა დაზუსტებით არ იციან რა კავშირია გაციებასა და ასთმას შორის, მაგრამ შეიძლება უფრო დიდი ფაქტორიც იყოს ჩარეული. (ზოგ დედას აქვს გენი, რომელიც ზრდის სასუნთქი არხის ინფექციების რისკს)

გაციება –  რისკი უფრო მაღალია ორსულობისას

თქვენი იმუნური სისტემა გამართულად ვერ მუშაობს ორსულობისას ასე რომ შეიძლება უფრო ხშირად გაცივდეთ ვიდრე ჩვეულებრივ.

აუცილებელია ამ პერიოდში უფრო ხშირად ივარჯიშოთ, დაიცვათ ჰიგიენის წესები: დაიბანოთ ხელები ხშირად თბილი წყლით განსაკუთრებით მაშინ, თუ კი ხელს ლიფტის ღილაკებს ან კარების სახელურს მოკიდებთ ხელს. არ შეეხოთ საკუთარ სახეს ვინაიდან თვალებიდან, ცხვირიდან და პირიდან შეიძლება უამრავი ვირუსები გადმოიტანოთ.

სიცხე უყურადღებოდ არ დატოვოთ

ეს არის ერთ-ერთი გამონაკლისი, როდესაც თავიდან შეგიძლიათ არამედიცინური მიდგომა სცადოთ. სიცხეს, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, შეუძლია საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენოს თქვენს ნაყოფს. მიიღეთ ტაილენოლი და მაშინვე ექიმს დაურეკეთ. თუ კი უბრალო გაციება გაწუხებთ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ტამიფლუს წამალზე ან ანტივირუსულ სხვა წამლებზე, რომლებიც ჩვეულებრივ უსაფრთხოა ორსულთათვის.

ბოლო კომენტარები

You might also like More from author

დატოვე კომენტარი

Your email address will not be published.