საცრემლე არხი – შეიძლება თუ არა ჩემს ბავშვს ჰქონდეს საცრემლე არხი ბლოკირებული?

შეიძლება თუ არა ჩემს ბავშვს ჰქონდეს საცრემლე  არხი ბლოკირებული?

საცრემლე არხი – ეს პრობლემა საკმაოდ გავრცელებულია პატარა ბავშვებში. ქვემოთ გთავაზობთ მისი მოგვარების რამდენიმე გზას:

მოწმინდეთ თვალები.

გამოიყენეთ სუფთა წყალი და დაასველეთ სუფთა ნაჭერი, ნაზად მოწმინდეთ თვალები. ეს დღეში რამდენჯერმე გააკეთეთ ან უბრალოდ რაც შეიძლება ხშირად.

საცრემლე არხებზე მასაჟი გაუკეთეთ.

საცრემლე არხები პირდაპირ თვალის კუთხის ქვეშ მდებარეობს ცხვირის მხარეს. თუ კი საკმაოდ გაჭედილია, თვალების დახამხამებისას უსიამოვნო შეგრძნება დაგეუფლებათ. გაიწმინდეთ ხელი და თითებით ნაზად დაამუშავეთ ეგ ადგილი. დღეში 6 ჯერ გააკეთეთ 2-3 წუთის განმავლობაში. გაითვალისწინეთ რომ ეს აქტივობა ყოველდღიურ რუტინად უნდა აქციოთ მანამ, სანამ არხები არ გაიხსნება.

წაუსვით დედის რძე

დედის რძე საკმაოდ ძლიერი ანტიბიოტიკია. ეფექტური სახლის წამალია, თუ კი ბავშვს საკუთარი რძით კვებავთ. დღეში 6 ჯერ რამდენიმე წვეთი დაიწვეთეთ თითზე და ბავშვის თვალის კუთხეში მოათავსეთ. თითოეული წვეთი შეიცავს მილიონობით თეთრი სისხლის უჯრედებს და ბევრად უკეთ მოქმედებს მგრძონიარე პატარას თვალებზე, ვიდრე რომელიმე ექიმის დანიშნული წამალი.

ეწვიეთ ექიმს

თუ კი ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯები ვერ დაგეხმარათ, მაშინ აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს. ის გამოგიწერთ სპეციალურ მალამოს ან წვეთებს, რომელსაც დღეში რამდენჯერმე გამოიყენებთ. მთავარია ექიმის დაწერილი ინსტრუქციები ზედმიწევნით დაიცვათ.

ბოლო კომენტარები

You might also like More from author

დატოვე კომენტარი

Your email address will not be published.