მყარი საკვების მიღების გრაფიკი

მყარი საკვების მიღების გრაფიკი

როდის შეიძლება მივაღებინოთ მყარი საკვები?

კვლევების შედეგების მიხედვით, საუკეთესო პერიოდი არის 6 თვიდან. ამ პერიოდში პატარას ნაწლავები უფრო მყარი ხდება, შესაბამისად საჭმლით გამოწვეული ალერგიების შანსი მცირდება. აგრეთვე 6 თვიდან ენის რეფლექსებიც ვითარდება, რის შედეგადაც თუ კი პატარას საკვები არ მოეწონება, უბრალოდ გადმოაგდებს პირიდან. ასე რომ თუ კი თქვენი პატარა არ არის კმაყოფილი მყარი საკვებით 4 თვის ასაკში, მოითმინეთ 1-2 თვე და კიდევ სცადეთ.

პირველად გაასინჯეთ რომელიმე საყვარელი საკვები

უმეტესი ბავშვებისათვის საყვარელი საკვებია გასრესილი ბანანი, ავოკადო, მოხარშული კარტოფილი, ვაშლის  და ა.შ. კვლევებიდან გაირკვა, რომ ბანანი ბავშვების საყვარელი საკებია. მიაღებინეთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე და თუ კი ბავშვი ღიმილით მიიღებს საკვებს ესეიგი შეგიძლიათ უფრო მყარ საკვებზეც გადაიყვანოთ.

რამდენი მივაღებინოთ

ნელნელა გაზარდეთ საკვების რაციონი და აიღეთ ჩაის კოვზი, შემდეგ ჩვეულებრივი სუფრის კოვზი. ამ ასაკის ბავშვისათვის უმჯობესია ეტაპობრივად მიიღოს მყარი საკვები, რათა შეეჩვიოს. თქვენი პატარას მუცელი მისი მუჭის ზომისაა და დიდი ალბათობით ის ყოველ ჯერზე ძალიან ცოტა საკვებს მიიღებს. არ დააძალოთ მას საკვების მიღება თუ კი არ სურს ვინაიდან 6 თვის ბავშვი სუფრის კოვზზე მეტ მყარ საკვებს ამ ასაკში ვერ მიიღებს.

როდის ვაჭამოთ

ტერმინი „კვების რეჟიმი“ საკმაოდ განსხვავდება სხვადასხვა ბავშვს შორის, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ბავშვის კონკრეტულ კვების „გეგმაზე“ დასმა საკმაოდ ეფექტურია. მყარი საკვები შესთავაზეთ დღის განმავლობაში მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად შია. დილით ჩვეულებრივ ფორმულა უნდა მიაღებინოთ. მყარი საკვებისათვის იდეალური დროა შუადღე. არ აქვს მნიშვნელობა სადილზე ან ვახშამზე ხილს მიაღებინებთ თუ ბოსტნეულს. მთავარია მან ეს კომპონენტები მიიღოს. არ დაგავიწყდეთ რომ ჩვილისათვის ზედმეტი საკვების მიცემა აბდომინალურ დისკომფორტსა და გაუვალობას იწვევს.

ბოლო კომენტარები

You might also like More from author

დატოვე კომენტარი

Your email address will not be published.