გზამკვლევი ახალი დედებისათვის

გზამკვლევი ახალი დედებისათვის

რაც არ უნდა ბევრ დედას დაელაპარაკოთ ბავშვის გაჩენამდე, ბოლომდე ვერ გაიგებთ როგორია პირველი რამდენიმე კვირა მშობიარობის შემდეგ მანამ, სანამ თვითონ არ იმშობიარებთ. იცით რომ დაგჭირდებათ პამპერსი, პაკეტები და ათასი წვრილმანი ბავშვისათვის, მაგრამ იცით თუ არა რა გჭირდებათ თქვენ? რა დაგჭირდებათ რათა გადაურჩეთ 24 საათიან სტრესს და დატვირთვას, მუდმივ პამპერსების ცვლას და ძილის ნაკლებობას? ქვემოთ გთავაზობთ იმ აუცილებელი ნივთების სიას, რაც დაგჭირდებათ მშობიარობის შემდეგ.

სანამ ბავშვი გაჩნდება

საკვების მომზადება

გააკეთეთ საკვები წინასწარ და გაყინეთ, რათა მარტივად გაათბოთ შემდეგ, როდესაც მოგშივდებათ და საჭმლის კეთების დრო და ენერგია არ გექნებათ. აგრეთვე ყურადღება მიაქციეთ რომ ყველანაირი ნივთი გქონდეთ ბავშვისათვის, ვინაიდან დიდი ალბათობით ღამეები დღეებად გადაგექევათ და პირიქით.

მოიმარაგეთ სხვადასხვა ნივთები

ბავშვის გაჩენამდე, რამე თუ დაგჭირდებათ შეგიძლიათ წახვიდეთ და მოიმარაგოთ, მაგრამ არა ბავშვის გაჩენის შემდეგ. თუ კი გარეთ გასვლა მოგინდებათ ბავშვიც თან უნდა წაიყვანოთ. ეს საკმაოდ რთულია, შესაბამისად უმჯობესია მოიმარათოგ შემდეგი ნივთები:

  • საბავშვო ფორმულა და ბოთლები
  • პამპერსი
  • საწმენდი
  • პირსახოცი, ხელსახოცი, ტუალეტის ქაღალდი და ა.შ.
  • სარეცხი საშუალებები.
  • ბავშვის პატარა საწოლი
  • ბავშვის სამოსები
  • აცეტამინოფენი.
  • ქალის საფენები.
  • ლაქების ამომყვანი
  • საფენები მკერდისათვის
  • კუჭის წამლები
  • ანტიბიოტიკური მალამო
  • პროტეინები
  • პირის სავლები
  • ბამბის ტამპონები
  • მალამო რომელიც შველის პამპერსისგან მიღებულ გამონაყარს
  • ანტიბაქტერიული გელი

 

ბოლო კომენტარები

You might also like More from author

დატოვე კომენტარი

Your email address will not be published.