ორსულობა და შოკოლადი

შოკოლადი
შოკოლადი

ორსულობა და შოკოლადი

უახლოესმა კვლევებმა აჩვენა, რომ შოკოლადის მიღებას ორსულობისას საკმაოდ მოულოდნელი და გემრიელი შედეგი მოაქვს ქალისათვის, ასე რომ მიიღეთ რამდენი შოკოლადიც გსურთ ამ პერიოდში.

მკვლევარები ბევრს დაობდნენ იმის შესახებ, თუ რა ეფექტები შეიძლება ჰქონოდა შოკოლადს ორსულ ქალზე ან თუნდაც დადებით იყო ეს ეფექტები თუ უარყოფითი. მკვლევარებმა იცოდნენ, რომ შოკოლადე ფლავანოლს შეიცავდა, რასაც ჯანმრთელობისათვის კონკრეტული უპირატესობები მოჰქონდა, მაგრამ ასეთ შედეგებსაც არ ელოდნენ.

გამოკვლევების მიხედვით შოკოლადს შეუძლია გააუმჯობესოს პლაცენტური ფუნქციები და შეამციროს პრეექლამსიის რისკები. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 129 ქალმა, რომლებიც 11-14 კვირის ორსულები იყვნენ. ქალთა ნახევარს მიაღებინეს ფლავანოლის დაბალ დოზიანი შოკოლადი, ხოლო დანარჩენებს მაღალ დოზიანი. ეს ქალები დღეში 30 გრამ შოკოლადს ღებულობდნენ. შედეგებმა აჩვენა, რომ საშვილოსნოს არტერიის ექოკარდიოგრაფიის ინდექსი ორივე შემთხვევაში მეტად პოზიტიური იყო, ვიდრე მოსალოდნელია ხოლმე ჩვეულებრივ მოსახლეობაში. მაგრამ პრეექლამპსიის, ჰესტაციონური ჰიპერტეზიის, პლაცენტარული წონის ან ნაყოფის წონის არანაირი მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა ორივე ჯგუფს შორის. რაც იმაზე მიუთითებს, რომ ფლავანოლი არ არის შოკოლადის ძირითადი ინგრედიენტი, რომელსაც ჯანმრთელობისთვის შედარებით დადებითი შედეგი მოაქვს. მკვლევარებმა ჯერ კიდევ არ იციან შოკოლადის რომელი კომპონენტი გვაძლევს ამ დადებით შედეგებს.

ბოლო კომენტარები

You might also like More from author

დატოვე კომენტარი

Your email address will not be published.