“ორსულად ვარ?” 6 რამ რაც უნდა იცოდეთ

1. იგრძნობთ თითქოს ციკლი მოგივიდათ

საკმაოდ მწარე რეალობაა, რომ ციკლი და ორსულობის ნაადრევი ნიშნები თითქმის იდენტურია. რა არის ამის მიზეზი? ოვულაციის კვირის შემდეგ მეტ პროგესტერონს გამოიმუშავებთ – არ აქვს მნიშვნელობა ორსულად ხართ თუ არა. პროგესტერონი არის ჰორმონი, რომელიც პასუხისმგებელია ბევრ სიმპტომებზე. მაგალითად გაბერილობაზე, მკერდის ზემგრძნობელობაზე და ხასიათის ცვლილებაზე. თუ კი არ ხართ ორსულად, მაშინ ამ ჰორმონის გამოყოფას შეაჩერებთ  ოვულაციის კვირის დაახლოებით 10 დღის შემდეგ პერიოდში. თუ კი ორსულად ხართ, მაშინ პროგესტერონის გამოყოფას არ შეწყვეტთ.

2. შეიძლებათ გქონდეთ სისხლდენა, რაც ციკლით არ არის გამოწვეული

იმპლანტაციის სისხლდენა, რომელიც ორსულების 30%-ს აქვს, შეიძლება შეცდომით აღიქვათ, როგორც ციკლი. ეს იმ პერიოდში ხდება, როდესაც ციკლს ელოდებით.

3. მოეპყარით საკუთარ თავს  ისე, როგორც ორსულს

მიუხედავად იმისა, რომ არის მხოლოდ 15-25 %-იანი შანსი იმისა, რომ დაორსულდეთ ყოველ თვეში (დამოკიდებულია ასაკზე), აუცილებელია ისე მოეპყროთ საკუთარ თავს თითქოს ორსულად ხართ, მანამ სანამ დანამდვილებით გაიგებთ. მოერიდეთ ალკოჰლოს, თავი შეიკავეთ დიდი ოდენობით ყავის მიღებისაგან, მოერიდეთ თევზს რომელიც მერკურის დიდ ოდენობას შეიცავს და არ მიიღოთ უმი ხორცეული.

4. გააგრძელეთ თქვენი რეგულარული ფიზიკური აქტივობები

ექიმებს მიაჩნიათ, რომ ორსული ქალებისათვის ამ დროს არ ღირს რაიმე დამატებითი ინტენსიური ვარჯიშის პროგრამებში მონაწილეობა, რამაც შეიძლება მძიმედ იმოქმედოს თქვენს ნერვულ სისტემაზე. აქტივობები, რომლებიც თქვენი სხეულის ტემპერატურას საკმაოდ ზრდიან.

5. მიაკითხეთ ექიმს თუ კი ციკლი მოგივად ოვულაციის კვირიდან 14 დღემდე დროში

თუ კი ციკლი მოგივათ ოვულაციის კვირიდან 14 დღის პერიოდში, შეიძლება რაღაც პრობლემა გქონდეთ, რაც ხელს უშლის დაორსულებას. ეს შეიძლება იყოს რაიმე მარტივი, როგორიცაა ოვულაციის პერიოდის გათვლაში შეცდომის დაშვება ან შეიძლება იყოს მდგომარეობა სახელად ლუტეინური ფაზის დეფექტი. ეს ნიშნავს რომ თქვენი სხეული ვერ აწარმოებს პროგესტერონის საკმარის ოდენობას.

6. მიიღეთ პრენატალური ვიტამინი ყოველდღიურად

უნდა მიიღოთ პრენატალური ვიტამინი, რომელიც შეიცავს ფოლიუმის მჟავის 400-800 მიკროგრამს. ფოლიუმის მჟავა გეხმარებათ ნერვული დეფექტების აღმოფხვრაში.

 

ბოლო კომენტარები

You might also like More from author

დატოვე კომენტარი

Your email address will not be published.