გამონადენი ორსულობის დროს

გამონადენი

ორსული დედების უმეტესობა ამ პერიოდში საცვლებს ცვლის: არ იცმევს რაიმე სექსუალურს, უბრალოდ პრაქტიკულს. ისინი არამარტო დიდ მუცელს კარგად ესადაგებიან, არამედ მარტივად შეგიძლიათ გადააგდოთ იმის გათვალისწინებით, რომ უამრავი „მოულდნელი რამ“ (გამონადენი ქვემოდან) შეიძლება შეემთხვას ორსულ ქალს.

ქვემოთ მოცემულია ყველაზე ხშირი „გამონადენი“ რისთვისაც შეიძლება თქვენი საცვლის გადაგდება დაგჭირდეთ. გაეცანით რომელია შედარებით გამაღიზიანებელი და რომელი შეიძლება იყოს საგანგაშო და დაჭირდეს სამედიცინო ჩარევა.

საფუარის ინფექცია 

სიმპტომები: ორსულად იქნებით თუ არა ამ შემთხვევაში ერთნაირ სიმპტომებს განიცდით, რაც მოიცავს ქავლის, სიწითლეს და ვაგინალურ ზონაში ტკივილს, აგრეთვე უსუნო, თეთრ, მდნარი ყველის სახის გამონადენს. ზოგი ქალი სექსუალური აქტის დროს ტკივილს განიცდის ან შარდვის  დროს წვას.

ნორმალურია თუ არა? ნორმალურია. ვინაიდან ჰორმონალური და სხვა ცვლილებების გამო,  საფუარის ინფექცია საკმაოდ გავრცელებულია ორსულობისა.

როგორ მივხედოთ: გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, ის გამოგიწერთ წამლებს ან მალამოებს საჭიროების შემთხვევაში.

ბაქტერიული ვაგინოზი

ბაქტერიული ვაგინოზი საშოს ინფექციური დაავადებაა. იგი ზოგიერთ შემთხვევაში უსიმპტომოდ ვითარდება. ასეთ დროს დაავადებას დიდხანს ატარებენ და სიმპტომები მხოლოდ მოგვიანებით ჩნდება.  თეთრი ან რუხი ფერის გამონადენი საშოდან, განსაკუთრებით უსიამოვნო სუნი სქესობრივი აქტის შემდეგ, ქავილი საშოს არეში, ტკივილი და წვა შარდვის დროს.

ნორმალურია თუ არა? არა.

როგორ მივხედოთ: მაშინვე მიდით ექიმთან. გამოწერილმა წამლებმა შეიძლება სიმპტომები განკურნონ ისე, რომ ნაყოფს საფრთხე არ შეექმნას და შეამცირონ ადრეული მშობიარობის რისკი.

დაავადებები რომლებიც სექსუალური აქტით გადადის

სიმპტომები: ქლამიდიამ შეიძლება არანაირი გამონადენი არ გამოიწვიოს ან ისეთი გამონადენი გქონდეთ, რომელსაც სუნი არ აქვს. ეს გამონადენი, რომელიც ხშირად გონორეის სიმპტომია, შეიძლება ყვითელი ფერის იყოს. ეს ინფექცია შეიძლება საკმაოდ მტკივნეული იყოს სექსუალური აქტის ან შარდვის დროს.

ნორმალურია თუ არა? არა. ამ დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიონ ნაადრევი მშობიარბა ან მშობიარობის შემდეგ საშვილოსნოს ინფიცირება.

როგორ მივხედოთ: შეემოწმეთ ექიმს.

შარდი

სიმპტომები: ექიმთან მისვლის გარეშეც შეგიძლიათ გაიგოთ თუ კი რაიმე პრობლემა გაქვთ. უბრალოდ დააკვირდით რამდენად ხშირად და როდის შარდავთ. თუ კი გამონადენი გაქვთ იშვიათად, მაგალითად ხველების, დაცემინების ან ხარხარის დროს, მაშინ ეს ნამდვილად შარდია. ფერი და სუნი საკმაოდ გამოსადეგი ინდიკატორებია.

ნორმალურია თუ არა? ნორმალურია.

როგორ მივხედოთ: ვაგინის ირგვლივ კუნთების მოშვება ზოგ ქალს ეხმარება საკუთარი შარდვის ფუნქციის გაკონტროლებაში. რაც არ უნდა ქნათ მიიღეთ რაც შეიძლება მეტი წყალი.

ამნიოტური სითხე

სიმპტომები: ამნიოტური სითხე სუფთა უნდა იყოს, მაგრამ ის შეიძლება აგრეთვე ყავისფერი, მწვანე, იასამნისფერი ან ყვითელი იყოს და შარდისაგან განსხვავებით ეს გამონადენი მხოლოდ სპორადულად არ მიმდინარეობს. თუ კი თქვენი მემბრანები დამსკდარია, ჩვეულებრივ გრძელდება გამონადენი. თუ კი არ იცით ეს ამნიოტური სითხეა თუ შარდი, უბრალოდ გაიკეთეთ საფენი და დაწექით 30 წუთით. თუ კი მცირე სითხის ნაკადს იგრძნობთ მაშინ ეს ამნიოტური სითხეა.

ნორმალურია თუ არა? არა. მანამ სანამ მშობიარობის პერიოდი დაიწყება, ორსულმა ქალმა ამნიოტური სითხე არ უნდა დაღვაროს.

როგორ მივხედოთ: მაშინვე დაურეკეთ თქვენს ექიმს.

ბოლო კომენტარები

You might also like More from author

დატოვე კომენტარი

Your email address will not be published.