ორსულობა – დაგეგმვიდან – მშობიარობამდე

ორსულობა

პრე-ორსულობის პერიოდი

ჯანმრთელი ორსულობა იწყება მანამ სანამ რეალურად დაორსულდები. ის რეალურად იწყება მანამ სანამ შენ დაიწყებ ფიქრს დედობაზე. პირველ რიგში საჭიროა სწორედ ამ პერიოდიდან ჯანმრთელობის სერიოზული კონტროლი რათა მომავალში ორსულობა არ გართულდეს. ორსულობამდე პერიოდში ჯანრმთელობის კონტროლი ძალიან ბევრ ბენეფიტს მოუტანს მომავალ ორსულს, ამიტომ ახლა განვიხილოთ თუ როგორ შეიძლება ვაკონტროლოთ საკუთარი ჯანრმთელობა ორსულობის პერიოდამდე.

ორსულობა
ორსულობა

თუ გსურს რომ ორსულობა იყოს უდარდელი და შენმა მომავალმა შვილმა 9 თვე გაატაროს ჯანმრთელად მაშინ საჭიროა ამაზე ფიქრი დაიწყო დაოსრულოებამდე. პირველ რიგში საჭიროა ანალიზი გავუკეთოთ ყველა რისკ ფაქტორს რომელმაც შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს ქალის ორსულობასა  თუ ნაყოფის ჯანმრთელობაზე მანამ სანამ ორსული იმშობიარებს. მაგალითად კონკრეტული სახის საკვები, სასმელი, გარკვეული ჩვევები თუ წამლები – მათ შეიძლება როგორც უარყოფითი ასევე დადებითი გავლენა მოახდინონ ორსულის ჯანრმთელობაზე ამიტომ საჭიროა მათი სერიოზული კონტროლი და აღრიცხვა, უკონტროლო ჯანმრთელობა აწევს რისკ ფაქტორს უამრავ დაავადებასთან დაკავშირებით რამაც შესაძლოა თავი იჩინოს ბავშვის დაბადების შემდეგ.

ქალმა ჯანმრთელობას უნდა მიხედოს ორსულობამდე რადგან ფეხმძიმობის უმეტესობა არის დაუგეგმავი რაც უამრავ რისკ ფაქტორს წევს მაღლა, შესაბამისად საჭიროა მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის ვიყოთ მზად, ჯანრმთელი ორგანიზმით. დაუგეგმავი ორსულობა საკმაოდ დიდ რისკებს შეიცავს,მაგალითად ნაადრევ მშობიარობას ან ჩვილის საკმაოდ პატარა წონას, შესაბამისად საჭიროა ასეთ რისკებს შევხვდეთ ჯანმრთელი სხეულით რათა ხელი არ შევუწყოთ რისკებს რეალობაში ასახვას. მიუხედავად იმისა რომ დღესდღეობით მედიცინა საკმაოდ მაღალ დონეზეა გავრცელებული, 8-იდან 1 ახალ ნამშრობიარები ჩვილი არის ნაადრევად დაბადებული. ამ ფაქტს დღემდე სწვალობენ მედიცინის ცნობილი მეცნიერები თუმცა ჯერჯერობით ამისგან თავის დაცვის ერთადერთი საშუალებად რჩება ჯანმრთელი დედის სხეული რომელიც უზრუნველყოფს ნაადრევი მშობიარობის დროს ბავშვის უვნებლად დაბადებას.

აქვე გვსურს მოვიყვანოთ ხუთი ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა რომლის მიღებისა და დღიურ რუტინაში ინიცირების შემთხვევაში თქვენი ორსულობა (დაუგეგმავს თუ დაგეგმილს) იქნება ჯანმრთლი.

  1. ფოლიუმის მჟავა (Folic acid) – ყველას ქალს სჭირდება ფოლიუმის მჟავის მიღება რომელიც გვხვდება ვიტამინ B-ში. პრე-ორსულობის პერიოდში მისი მიღება ხელს შეუწყობს გქონდეთ მშვიდი ორსულობა. ფოლიუმის მჟავა რეალურად უზრუნველყოფს მშობიარობის დროს გარკვეული დეფექტებისგან (როგორიცაა მაგალითად ტვინისა თუ ხერხემლის დეფექტები, მათ შორის ერთ-ერთი მძიმე ჯანრმთელობის დეფექტი “ხერხემლის ნაპრალი“ (Spina bifida)) თავის დაცვას. შესაბამისად მიგვაჩნია რომ საჭიროა საკუთარ ექიმთთან შეათანხმოთ ფოლიუმის მჯავის დღიური ლიმიტი რომ ყველაფერმა ჩაიაროს გაწერილი გეგმის მიხედვით.
  2. მოწევისაგან და სასმელისგან თავის შეკავება/აკრძალვა. თუკი საკუთარი ჯანმრთელობა არ გაღელვებს სამომავლო დაზიანებისგან და მაინც აგრძელებ მოწევას, მაშინ მომავალ შვილზე და ორსულობის პერიოდზე მაინც იფიქრე რადგან მოწევას შეუძლია სერიოზული გავლენა მოახდინოს როგორც ორსულობის პერიოდზე, ისე მშობიარობასა და ბავშვის ჯანრმთელობაზე. პირველ რიგში უნდა ავღნიშნოთ ის რომ მოწევა სერიოზულ გავლენას ახდენს როგორც ნაყოფის ასევე მშობიარობის შემდეგ ბავშვის ჯანმრთელობაზე, ორსულობის დროს ხშირი მოწევის შემთხვევაში საკმაოდ გავრცელებულია ნაადრევი მშობიარობა ან ახლად ნამშობიარების ჩვილის საკმაოდ პატარა წონა რაც მის არაჯანმრთელ მდგომარეობაზე მიუთითებს. ნიკოტინი, კარბონის მონოქსიდი (მხუთავი აირი) და სხვა საწამლავები რომლებსაც შეისუნთქავ მოწევის დროს მიდის სისხლძარღვებში და პირდაპირ მიეწოდება ნაყოფს, რაც ძალიან ნეგატიურად აისახება ჯერ კიდევ სუსტად მყოფ ნაყოფზე. მოწევას სხვადასხვა უარყოფითი ფაქტორის სდევს თან რომელიც თავს იჩენს ორსულობს დროს, მაგალითად
    ა) მოწევა ორსულობის დროს ასუსტებს ჟანგბადის მიწოდებას როგორც შენს სხეულთან ასევე ნაყოფთან.
    ბ) ზრდის ნაყოფის გულის ცემას, რაც არ აისახება მასზე დადებითად.
    გ) საოცრად ზრდის იმის შანს რომ ბავშვი დაიბადება ნაადრევად ან იქნება მცირე წონის.
    დ) ზრდის იმის შანს რომ ბავშვს განუვითარდეს სასუნთქი გზების პრობლემები.
    ე) ზრდის რისკს რომ ბავშვის შეიძლება დაიბადოს სხვადასხვა დეფექტით.
    ვ) ზრდის „ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომით“ დაავადების შანსს. (sudden infant death syndrome)
  3. თუკი გაქვს ჯანმრთელობის პრობლემები, უმჯობესია მისი მუდმივი კონტროლი ექიმის მიერ, ხოლო სანამ დაიგეგმება ორსულობა, საჭიროა საკუთარ ექიმთან კონსულტაციის გავლა და სამომავლო გეგმის სწორად დასახვა. ჯანრმთელობის პრობლემების შეიძლება ქალს ჰქონდეს სხვადასხვა სახის როგორიცაა ასთმა, დიაბეტი, ეპილეფსია, ჭარბი სიმსუქნე და ა.შ., მათ შეიძლება გავლენა მოახდინონ როგორც ორსულობის, ასევე ნაყოფის ჯანმრთელობაზე ამიტომ ასეთი ვითარების შემთხვევაში ყოველთვის უმჯობესია მივმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის და შევიქმნათ უფრო კომფორტული ვითარება რათა თითქმის ყველა პრობლემა, რომელიც შეიძლება ამ კონდიციებს მოჰყვეს ორსულობის დროს, ავიცილოთ თავიდან.
  4. აუცილებლად მოერიდეთ ტოქსიკურ, მომწამლავ სუბსტანციებს რათა მათ არ მოახდინონ გავლენა თქვენს ჯანრმთელობაზე და შემდეგ უკვე ნაყოფის ჯანრმთელობაზე. უკეთესი იქნება ასევე თუკი მოვერიდებით ქიმიურ ნივთიერებებს და ასევე მღრნელებს რომლებიც ყველაზე ხშირად არიან სხვადასხვა დაავადებებისა თუ ვირუსების გადამტანნი.
  5. აუცილებელია ექიმთან გავიაროთ კონსულტაცია იმ მედიკამენტების რელევანტურობასთან დაკავშირებით რომლებსაც ვიღებთ ყოველდღიურად თუ ყოველკვირეულად. შეიძლება ეს მედიკამენტები იყოს ჯანრმთელობისთვის, წონის კლებისთვის ან შეიძლება ეს იყოს უბრალო მცენარეული მედიკამენტი, ამიტომ აუცილებელია ყოველთვის ავღრიცხოთ ასეთი მედიკამენტები და მათ მიღებასთან დაკავშირებით მივიღოთ რჩევები ექიმისგან. თუკი მედიკამენტებს მივიღებთ ყოველგვარი რჩევის გარეშე ამან შეიძლება ნეგატიური გავლენა მოახდინოს როგორც ორსულობის პერიოდზე ასევე ნაყოფის ჯანრმთელობაზე.

გენეტიკური ანალიზი ორსულობამდე

 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ გენეტიკური ასპექტების და რისკ ფაქტორების ანალიზია. გენეტიკა ანუ მემკვიდრეობითი ინფორმაცია არის ისეთი სახის ინფორმაცია რომელიც ვიტალურია სხეულის გამართული ფუნქციონირებისთვის.

არსებობს სხვადასხვა გენეტიკური დაავადებები რომლებმაც შეიძლება იჩინოს თავი თაობიდან თაობამდე. არსებობს ერთეული გენეტიკური დაავადებები რომელიც ოჯახურ დაავადებას შეიძლება წარმაოდგენდეს და გადაეცემოდეს პირდაპირი ხაზით ოჯახის ერთი წევრიდან მეორეს, ამის მაგალითია უჯრედოვანი ანემია ანუ დრეპანიციტი. ასევე გასათვალისწინებელია ე.წ. ქრომოსომული პათოლოგიები / დაავადებები როდესაც მთლიანი ქრომოსომა ან ქრომოსომის გარკვეული ნაწილი არ არის ადგილზე, ან როდესაც სხეულში არის ზედმეტი ქრომოსომა. გვხვდება ასევე ქრომოსომული დაავადების სხვა სახეც მაგალითად ერთი ან რამდენიმე ქრომოსომის სტუქტურა არ ფუნქციონირებს გამართულად ან განიცდის გარკვეული ასპექტების ნაკლებობას.

აუცილებელია ექიმთან წინასწარი კონსულტაცია თქვენი და თქვენი პარტნიორის ოჯახური ჯანმრთელობის ისტორიის შესახებ რადგან დადგინდეს არის თუ არა რაიმე რისკ ფაქტორი გარკვეული გენეტიკური დაავადების, შესაძლებელია თუ არა თავიდან იქნეს აცილებული ეს რისკ ფაქტორი და შედგენილ იქნას სწორი გეგმა ორსულობამდე.

ქვემოთ მოყვანილი ასპექტების შემთხვევაში აუცილებელია გენეტიკური ანალიზისთვის მივმართოთ ექიმს სანამ მოხდება ორსულობს დაგეგმვა:

ა) თუკი წყვილის ოჯახებში არის მემკვიდრეობითი (გენეტიკური) დაავადებები, ყოფილა დაბადებითი დეფექტის ფაქტი, ოჯახში ყოფილა ქრომოსომული პათოლოგია, ან კიბოს შემთხვევა (Cancer)
ბ) წყვილს უკვე ჰქონია ორი ან მეტი ორსულობის მოშლა, ან ყოფილა ფაქტი ახალდაბადებული ჩვილის გარდაცვალებისა.
გ) თუკი წყვილს უკვე ჰყავს შვილი რომელსაც აღმოაჩნდა დაბადებითი დეფექტი ან გონებრივი პრობლემები.
დ) თუკი ქალი რომელსაც უკვე შეუსრულდა 35 წელი აპირებს მშობიარობას.
ე) წყვილი რომლებიც არიან სისხლით ნათესავები.

ექიმთან კონსულტაციის დროს აუცილებლად ხდება გენეტიკური ანალიზი. პირველ რიგში ექიმი ისმენს წყვილისგან მათი ოჯახების გენეტიკურ ბექგრაუნდს, დადასტურებული ან გამორიცხული იქნება გარკვეული გენეტიკური რისკ ფაქტორები. დასახული იქნება კონკრეტული სამოქმედო გეგმა რადგან შემცირებულ იქნას ან საერთოდ თავიდან ბოლომდე იქნას აცილებული ის რისკ ფაქტორები რომელიც შეიძლება ჰქონდეს ორსულობის პერიოდს და შემდეგ ბავშვის ჯანმრთელობას მომავალში. სწორი გენეტიკური ანალიზისა და დიაგნოზის დასმის შემთხვევაში შესაძლებელია გენეტიკური რისკ ფაქტორების დაბალ ნიშნულამდე დაყვანა.

ორსულობა –  დაგეგმვა

თუკი ქალმა იცის საკუთარი მენსტრუალური ციკლი ან ის ცვლილებები რომელიც მის სხეულს ახასიათებს დრო და დრო, მაშინ მისთვის საკმაოდ მარტივია იმის გაგება თუ როდის შეიძლება იყოს მისი სხეული დაორსულებისთვის მზად ანუ ფერტილური.

საშუალო მენსტრუალური ციკლი გრძელდება დაახლოებით 28 დღე თუმცა ჯანრმთელ მდგომარეობად ითვლება მენსტრუალური ციკლი რომელიც შეიძლება ვარირებდეს 21-35 დღეს შორის. დრო ოვულაციამდე არის სხვადასხვა ყველა ქალბატონში და შეიძლება ხანგრძლივობა მერყეობდეს სხვადასხვა თვეებშიც. არსებობს სხვადასხვა მეთოდი იმის გასაგებად თუ როდის არის სხეული ყველაზე მეტად მზად რომ დაორსულდეს ანუ სხეული არის ფერტილურად მოძლიერებული.

ბაზალური ტემპერატურის მეთოდი – ბაზალური ტემპერატურა არის სხეულის ის ტემპერატურა როდესაც ქალის სხეულს ახასიათებს გაღვიძებისთანავე. ბაზალური ტემპერატურა ოვულაციის დროს ყოველთვის იმატებას და ოვულაციის ბოლოს კი აღწევს პიკს. თუკი მოხდება ბაზალური ტემპერატურის ჩაწერა და მისი ყოველთვიური გაზომვა, რამდენიმე თვიანი შედეგების შემდეგ შეგვეძლება გამოთვალოთ ოვულაციის პერიოდი, პერიოდი როდესაც ქალის სხეული არის ყველაზე მეტად მომწიფებული დაორსულებისთვის. ბაზალური ტემპერატურა იზომება თერმომეტრით დაუყოვნებლივ გაღვიძებისთანავე. საჭიროა რომ გაღვიძებისას თავი ავარიდოთ ყოველგვარ მძაფრ მოძრაობას და სრულებით მშვიდ განწყობაზე გავიზომოთ ტემპერატურა. როგორც უკვე ავღნიშნეთ გამოზვა ტემპერატურის ხდება ჩვეულებრივი თერმომეტრებით რომელსაც მოვათავსებთ უკანა ტანში და დაველოდებით 5-10 წუთის განმავლობაში. ქალის სხეული ყველაზე მეტად არის ფერტილური 2-3 დღით ადრე მანამ სანამ ბაზალური ტემპერატურა მიაღწევს მის პიკს (37-37.6 გრადუსი) და ასევე ბაზალური ტემპერატურის პიკიდან 12-24 საათის განმავლობაში.

ორსულობა – კალენდარული მეთოდი – ამ მეთოდის გამოყენების დროს საჭიროა საკუთარი მენსტრუალური ციკლის ჩაწერა და ანალიზი 8-12 თვის განმავლობაში. საჭიროა პირველ ნიშნულად ავიღოთ მენსტრუალური ციკლის პირველი დღე და მოვნიშნოთ კალენდარზე. ციკლის ხანგრძლივობა შეიძლება ვარირებდეს თვიდან თვემდე ამიტომ საჭიროა დეტალურად ავღრიცხოთ ციკლის დღეების რაოდენობა. სწორედ ასეთი აღრიცხვის შემდეგ შეგეძლებათ დაადგინოთ ის დღეები როდესაც ქალის სხეული არის ფერტილურობის პიკზე ანუ დაორსულების უნარიანობის პიკზე. როგორც ზევით ავღნიშნეთ ჯანრმთელი მენსტრუალური ციკლი შეიძლება გრძელდებოდეს 21-35 დღის განმავლობაში რადგან ეს ყოველთვის განსხვავდებდა სხეულების მიხედვით, შესაბამისად ყოველი მენსტრუალური ციკლის პერიოდში 8-17 დღეებს შორის არის ის პერიოდი როდესაც ქალის სხეულის ყველაზე მეტად აქტიურია დაორსულების მხრივ. სწორი აღრიცხვა მენსტრუალური ციკლისა მოგვცემს შანსს დავაგდინოთ ზუსტი თარიღი თუ როდის შეიძლება დაორსულდეს ქალი.

ორსულობა
ორსულობა

გავიგოთ ვართ თუ არა ორსულად ?

თუკი ქალს პერიოდი გაუცდა ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს რომ ის ორსულადაა. შესაძლებელია პერიოდის გაცდენამდეც დადგინდეს ორსულობა სხვადასხვა ფაქტორების გამოვლენის შემთხვევაში. ისეთი სიმპტომები როგორიცაა ხშირი თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება და მკერდში სისუსტის გრძნობა შეიძლება იმაზე მიანიშნებდეს რომ ქალი არის ორსულად.

ორსულობა შეიძლება დადგინდეს  კონკრეტული ორსულობის ტესტის გამოყენებით. ყველა ორსულობის ტესტი ერთ რამეზეა ორიენტირებული – დაადგინოს სპეციფიური ჰორმონი შარდში ან სისხლში რომელიც ქალს აქვს მაშინ როდესაც ის არის ორსულად. ეს ჰორმონი არის ქორიონული გონადოტროპინი (chorionic gonadotropin) რომელიც ქალის სხეულში გამოიყოფა მხოლოდ მაშინ როდესაც ის არის ორსულად.

ორსულობა შეიძლება დადგინდეს  ჩვეულებრივი  ტესტების გამოყენებით, რომელიც შეგვიძლია ვიყიდოთ აფთიაქებში. მისი მეშვეობით შეგვიძლია დავადგინოთ ორსულობა ოღონდ მას შემდეგ რაც მინიმუმ 7-10 დღე გავა პერიოდის გაცდენიდან. ზოგიერთ ორსულობის ტესტს ინსტრუქციაში უწერია რომ მას შეუძლია ორსულობის დადგენა პერიოდის გაცნდენიდან პირველივე დღეს, მაგრამ უახლესი სამეცნიერო კვლევები გვიჩვენებენ რომ შეუძლებელია რეალური ორსულობა დადგინდეს პერიოდის გაცდენიდან პირველი შვიდი დღის განმავლობაში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვეულებრივი ორსულობის ტესტების გამოყენების დროს აუცელებელია მივყვეთ გამოყენების ინსტრუქციას და მივმართოთ მას მხოლოდ მას შემდეგ რაც მინიმუმ 7 დღე იქნება გასული პერიოდის გაცდენიდან.

ორსულობა შეიძლება დადგინდეს ასევე ექიმთან გამოკვლევის ჩატარების შემდეგაც. ექიმს შეუძლება გამოკვლევა ჩაატაროს როგორც შარდის ანალიზის ასევე სისხლის ანალიზების მიხედვით.

 

დაუგეგმავი ორსულობა

დაუგეგმავი ორსულობა ნიშნავს იმას რომ ქალის სხეული იყო ჯანრმთელი იმისთვის რომ მომხდარიყო ჩასახვა. თუმცა დაუგეგმავ ორსულობას შეიძლება თან სდევდეს გაურკვევლობა თუ რა უნდა გააკეთოს ქალმა დაორსულების შემდეგ. მთავარია რომ ქალი დამშვიდდეს და ცივი გონებით გაანალიზოს ყველაფერი.

პირველ რიგში მოხდეს ექიმთან ვიზიტი რათა დადგინდეს ორსულის ჯანრმთელობის მდგომარეობა და შემოწმდეს ნაყოფის მდგომარეობაც. ამის შემდეგ საჭიროა დასახულ იქნას სწორი სამოქმედო გეგმა (მშვიდი და ჯანმრთელი ორსულობისთვის) ექიმთან ერთად.

სექსი ორსულობის პერიოდში

ერთ-ერთი ხშირად დასმული კითხვა ორსულობის პერიოდთან დაკავშირებით ეხება სექსს ორსულ ქალსა და მის პარტნიორს შორის. პირველ რიგში უნდა ავღნიშნოთ ის რომ სექსი ორსულობის პერიოდში არ არის საფრთხის შემცველი. მთავარია სექსით არ დაკავდნენ პარტნიორები მეორე ტრიმესტრის შუაწელის შემდგომ რადგან ეს უკვე შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ საფრთხეებს ორსული ქალის ჯანმრთელობისთვის. სექსის დროს ჩანასახი არანაირ დისკომფორტს არ გრძნობს, რადგან საშვილოსნოში არსებული საფარველი და ძლიერი კუნთები ყოველთვის დაიცავენ ჩანასახს ნებისმიერი მომეტებული საფრთხისგან.
აღსანიშნავია ისიც რომ სექსი ორსულობის პერიოდში ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს მშობიარობის ფაქტზე და მითუმეტზე ვერ გამოიწვევს მშობიარობის სტიმულირებას დროზე ადრე. როგორც წესი ორსული ქალები  განსხვავებულად აღიქვამენ სექსს ორსულობის პერიოდში რადგან მათ სხეულში მიმდინარეობს სხვადასხვა გარდაქმნითი პროცესები. როგორც ბოლო კვლევებმა აჩვენა ზოგიერთ ორსულ ქალს უფრო მეტად სიამოვნებს სექსი ორსულობის პერიოდში ვიდრე სხვა დროს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია აღინიშნებოდეს ორსულ ქალში სექსის ნაკლები მოთხოვნა რადგან მის სხეულში სხვა ფუქნციონალური გარდაქმნები მიმდინარეობს რაც სექსის მოთხოვნას გარკვეულწილად აქვეითებს.

ორსულობის პერიოდი

ორსულობა გრძელდება 40 კვირის განმავლობაში რომელსაც ქვემოთ დეტალურად აღვწერთ. 40 კვირა დამაბნეველად ჟღერს მაგრამ პირველ ორ კვირას ექიმები თვლიან პრე-ორსულობის პერიოდს, იმ პერიოდს როდესაც რეალურად შეიძლება მოხდეს ქალის დაორსულება, შესაბამისად ქალი ჯერ კიდევ არ არის ორსულად. ყველაზე კარგად ორსულობის პერიოდის დახასიათება შეგვიძლია კვირებისა და ტრიმესტრის მიხედვით. ექიმები გამოჰყოფენ სამ ტრიმესტრს – თითოეული ტრიმესტრი შედგება რამდენიმე კვირისგან.

პირველი ტრიმესტრი მოიცავს პირველი კვირიდან მეცამეტე კვირის ჩათვლით პერიოდს.
მეორე ტრიმესტრი მოიცავს 14-ე კვირიდან 26-ე კვირის ჩათვლით პერიოდს
მესამე ტრიმესტრი მოიცავს დასკვნით ეტაპს, 27-ე კვირიდან მშობიარობამდე პერიოდს.

 

პირველი ტრიმესტრი

პირველი კვირა
პირველი კვირა სათავეს იღებს ქალის მენსტრუალური ციკლის ბოლო დღიდან, მაშინ როდესაც მთავრდება მენსტრუალური ციკლი. ამ პერიოდში შეიძლება სრულებით არ იყოთ ორსულად მაგრამ ექიმი ყოველთვის აქცევს ყურადღებას სწორედ პრე-ორსულობის კვირას.

მეორე კვირა
ამ კვირაშიც ქალის სხეული ჯერ კიდევ არ არის ორსულად თუმცა ყველაფერი ზუსტად ამისკენ მიდის და სხეული ემზადება მესამე კვირისთვის სადაც რეალურად სათავეს იღებს ორსულობისთვის დამახასიათებელი ასპექტები.

მესამე კვირა
ამ კვირაში უკვე მომავალი დედა გრძნობს სხეულში გარკვეულ ცვლილებებს რადგან რეალურად იქ ახლა სრული გარდაქმნები მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა რომ ორსულობისთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ნაადრევი პერიოდი, სხეული უკვე გრძნობს გარდაქმნებს რადგან იწყება ახალი პროცესები – მაგალითად ნელნელა ყალიბდება ნაყოფის სქესი, თვალისა და თმის ფერი, ყალიბდება 200-მდე სხვადასხვა გენეტიკურად განპირობებული მახასიათებელი.

მეოთხე კვირა
ორსულობის მეოთხე კვირას უკვე ეწყება ქალს გარკვეული სიმპტომები იმისა რომელიც დაადასტურებს რომ ის ორსულადაა, მაგალითად ხშირი თავის ტკივილი, გადაღლა, გახშირებული შარდვა, გულისრევა – ამ პერიოდში ქალის სხეული იცვლება და ემზადება მომავალი ორსულობისთვის რომელიც უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივ 36 კვირის განმავლობაში. სწორედ ამ 36 კვირისთვის ემზადება სხეული და იწყება მასში გარდაქმნები. თუკი ზემოთმოყვანილი სიმპტომები არც ამ კვირაში ახასიათებს ქალს, ნუ ინერვიულებთ – არსებობენ გამონაკლისები რომლებიც ასე მარტივად ვერ გძნობენ ჯანმრთელობის დასუსტებას.

ორსულობა-5-კვირა
ორსულობა-5-კვირა

მეხუთე კვირა
ამ კვირის განმავლობაში უკვე განსაკუთრებულ განვითარებას განიცდის ჩანასახი რადგან განვითარებას იწყებს სხეულის უმთავრესი სისტემები როგორიცაა მომნელებითი სისტემა, სისხლის მიმოქცევის სისტემა, ნერვული სისტემა, და ორგანოებიც როგორიცაა გული, ფილტვები და ა.შ.
ამ პერიოდში ექიმთან ვიზიტის შემთხვევაში შეგვიძლია დავინახოთ პატარა ჩანასახის გულის ცემა.

მეექვსე კვირა
ამ პერიოდში ხდება პატარა ნაყოფის სახის ფორმირება. ფორმირებას იწყებს მისი ლოყები, ყბა, ნიკაპი და საბოლოო ჯამში მივიღებთ ერთ ლამაზ პატარა სახეს რომელიც მომდევნო 34 კვირის განმავლობაში კიდევ გააგრძელებს ფორმირებას და მიიღებს საბოლოო ფორმას.

მეშვიდე კვირა
ამ კვირაში ნაყოფი უკვე არის პატარა მოცვის ზომის, რაც ნამდვილად არ არის დიდი მაგრამ უკვე დაწყებულია გარკვეული ცვლილებები მის ჩამოსაყალიბებლად. მაგალითად ჩამოყალიბებას იწყებს ნაყოფის ხელები და ფეხები, რაც ჯერ კიდევ არ არის ხილვადი მაგრამ ჩამოყალიბების პროცესი უკვე დაწყებულია. ამ პერიოდში ორსულად მყოფი გრძნობს კიდევ უფრო დიდ სისუსტეს გრძნობს მკერდის არეში, რაც ამ პერიოდისთვის სრულებით დამახასიათებელია და გასაკვირი ამ სიმპტომში არაფერია.

მერვე კვირა
ამ პერიოდში ჩანასახი უკვე არის დიდი ჟოლოს ზომის და ნელნელა იწყება სხეულის დარჩენილი ნაწილების განვითარების პროცესი. ამ პერიოდში ჩანასახს უვითარდება თირკმელი. ნელნელა ნაყოფი იწყებს მოძრაობას ამიტომაც ორსული ქალისთვის ამ პერიოდში იწყება ე.წ. დილის ავადმყოფობის გამოვლინება. გამომდინარე იქიდან რომ ნაყოფი უკვე ხშირად მოძრობს სხეულში, თავს იჩენს სხვადასხვა სიმპტომები. მაგალითად გახშირდება შარდვა, შეიძლება ასევე შარდავდეთ არასაკმარისად და მუდამ გქონდეთ შარდვის მოთხოვნილება, ასევე შეიძლება შარდი იყოს მუქი ფერის. ამის გარდა ორსულები გრძნობენ ხშირად თავბრუსხვევას, უკიდურეს შემთხვევაში ყოფილა გულის წასვლაც. ამ პერიოდისთვის ასევე დამახასიათებელია ხშირი გულისრევა. თავად ტერმინმა „დილის ავადმყოფობამ“ არ შეგიყვანოთ შეცდომაში რადგან ეს ყველა სიმპტომი შეიძლება გამოვლინდეს არამხოლოდ დილით არამედ დღის ნებისმიერ პერიოდში. მერვე კვირაში ემბრიონს აქვს უკვე გარკვეულწილად ჩამოყალიბებული ტუჩები, ცხვირი და ქუთუთოები.

ორსულობა-9-კვირა
ორსულობა-9-კვირა

მეცხრე კვირა
ამ კვირაში ემბრიონი უკვე არის მწვანე ზეთის ხილის ზომის, იგი კვირიდან კვირამდე უფრო იზრდება და ვითარდება. თუნდაც პირველ კვირასთან შედარებით ის 100ჯერ უფრო დიდია ზომაში, თუმცა ჯერ მაინც პატარაა ზომაში. ამ კვირაში განსაკუთრებულად განაგრძნობენ განვითარებას და ჩამოყალიბებას ემბრიონის ყურები, რომლებიც მალე მიიღებენ საბოლოო ფორმას. ორსულისთვის ამ პერიოდის მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ჯანრმთელი ცხოვრების წესი და ძალიან ნაყოფიერი და ხანგრძლივი ძილი.

მეათე კვირა
ამ კვირის განმავლობაში ემბრიონის ჩამოყალიბება მიდის საკმაოდ დიდი სიჩქარით, შესაბამისად ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სხეულის ნაწილები რომლებმაც წინა კვირებში დაიწყეს განვითარება, ნელნელა იღებენ საბოლოო ფორმას, რომლითაც დაასრულებენ ფორმირების ბოლოს ნაწილს. პირველი ტრიმესტრი ნელნელა დასასრულს უახლოვდება და ამასობაში ემბიორნს აღენიშნება ძვლების პირველი ნასახი. ძვლები ნელნელა იწყებენ ჩამოყალიბებას, მაგრამ მომავალი დედისთვის ყველაფერი უფრო საინტერესო ისაა რომ ამ პერიოდში ემბრიონს შეუძლია წინა კვირაში ჩამოყალიებებული პატარა ხელის მოხვრა. „დილის ავადმყოფობა“ კვლავ გრძელდება და ამაში უჩვეულო არაფერია, რადგან ემბრიონი განვითარებასთან ერთად კიდევ უფრო ხშირად დაიწყებს მოძრობას დედის სხეულში. ზომაში ემბრიონი კვლავ პატარაა თუმცა სიგრძეში ის ნამდვილად აღემატება 3 სანტიმეტრს.

მეთერთმეტე კვირა
ამ პერიოდში ჩანასახი უკვე უფრო მეტად იღებს ადამიანის ფორმას და მისი სხეულის სხვა ნაწილებიც ნელნელა იღებენ საბოლოო ფორმას იმისთვის რომ დაასრულონ ფორმირების პერიოდი. ორსული ქალი უკვე უკეთესად გრძნობს თავს და უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია რომ მის სხეულს აღარ ახასიათებს „დილის ავადმყოფობა“. ორსული ქალი უკვე დგება ჩვეულ რეჟიმში და იწყება ჯანრმთელი ცხოვრების ახალი ციკლი, ემბრიონიც ფაქტიურად ასრულებს პირველ ტრიმესტრს და ცდილობს კიდევ უფრო მეტად დაემსგავსოს ჩვილის სხეულს. ამ პერიოდში კიდევ უფრო ხანგრძლივი და ჯანმრთელი ძილია რეკომენდირებული, ხოლო თუკი ორსული ქალი ვერ იღებს საკმარისს ძილს, მაშინ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია რადგან მოხდეს არსებული ვითარების სწორი ანალიზი, შეფასება და გეგმის დასახვა.

მეთორმეტე კვირა
ბოლო ორი კვირის განმვალობაში ემბრიონი სიგრძეში ორჯერ უფრო გაიზარდა შესაბამისად ორსულ ქალს ექნება ისეთი შეგრძნება რომ მის სხეულში უკვე იწყებს ახალი, პატარა სხეული განვითარების ახალ ეტაპს. ორსული ქალს ეწყება სხვა შეგრძნებებიც მაგალითად იგი გრძნობს რომ წონაში მოიმატა და ა.შ. ეს ჩვეული სიმპტომებია რადგან ემბრიონი განსაკუთრებულად ვითარდება პირველი ტრიმესტრის ბოლო კვირებში. ემბრიონის მომნელებელი სისტემა უკვე ნელნელა იწყებს მუშაობას. ყველაზე მეტად აღნიშვნის ღირსი არის ემბრიონის სხეულის სისტემების საბოლოოს ფორმირების ეტაპი. კუნთებიც ნელნელა ვითარდება და იღებს შესაფერის ფორმას, ემბრიონიც უფრო აქტიური ხდება და უფრო მეტს მოძრაობს, ამ პერიოდში შესაძლებელია ორსულის სხეულზე ხელის დადებით ვიგრძნობთ პატარა ემბრიონის მოძრაობას. თუკი აქამდე არ მოგისმენიათ პატარა ჩანასახის გულის ცემა, მაშინ ეს პერიოდი სწორედ იდეალურია რადგან ახლა უკვე გარკვევით შეიძლება მისი გულის ცემის მოსმენა ექიმთან ვიზიტისას.

მეცამეტე კვირა (პირველი ტრიმესტრის დასასრული)
ჯერ კიდევ პატარა ემბრიონში განვითარებას იწყებს ხმის იოგები და ნაწლავები. ემბრიონი პირველი ტრიმესტრის დასასრულს კიდევ უფრო მეტად ემსგავსება ჩვილის ფორმას. განვითარებას სხვადასხვა ნაწილებისა თუ სხეულის სისტემებისა ჩვეულ ფორმაში აგრძელებენ განვითარებას. უმჯობესი იქნება თუკი პირველი ტრიმესტრის ბოლოს ვეწვევით ექიმს და ვეცდებით განაავალიზოთ პირველი ტრიმესტრის მიმდინარეობა და შედეგები, ხოლო ბოლოს აუცილებლად დავისახოთ ახალი სამოქმედო გეგმა ჯანრმთელი ორსულისთვის მეორე ტრიმესტრის განმავლობაში.

ორსულობა-14-კვირა
ორსულობა-14-კვირა

მეორე ტრიმესტრი

მეთოთხმეტე კვირა
ამ პერიოდში ყველაზე საინტერესო ისაა რომ პატარა ემბრიონი უკვე ცდილობს გააკეთოს პატარა ნახტომები რისი შესაძლებლობა მას უკვე აქვს განვითარებული სხეულის ნაწილებიდან გამომდინარე. მისი კისერი კიდევ უფრო იზრდება და გრძელი ხდება რაც საშუალებას აძლევს ჩანასახს რომ თავი კიდევ უფრო შეიკავოს და გასწორდეს. ამ პერიოდსთვის დამახასიათებელია პატარა თმის ზრდა. სწორედ მეთოთხმეტე კვირიდან არის შესაძლებელი ემბრიონის თავზე პატარა თმის ზრდა, თუმცა თუკი ემბრიონს ამ პერიოდში თმის ზრდა არ დაწყებია არც ეგ არის პრობლემა. ასევე აღნიშვნის ღირსია რომ პატარა ემბრიონის წარბებიც იწყებენ ფორმირებას და ნელნელა ზრდას. წარბები იღებენ ნელნელა რეალურ ფორმას მაგრამ მათ საბოლოო ფორმირებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა.

მეთხუთმეტე კვირა
კვირის განმავლობაში ორსული ქალი შესაძლებელია გრძნობდეს სხვადასხვა უცნაურ სიმპტომს, მაგალითად უჩვეულო გრძნობა შეიძლება მოდიოდეს პირის ღრუდან, განსაკუთრებით კი კბილებიდან. რაც შეეხება თავად ჩანასახს ის კიდევ უფრო ხშირად მოძრობას და უფრო მეტიც, იგი ცდილობს ხშირად იხტუნოს, იქნიოს პატარა ხელები და ფეხები რომლებიც ჯერ კიდევ განაგრძობენ ჩამოყალიბებას. ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტიურ ფაზაში გადადის პატარა ემბრიონი რადგან ის ნელნელა ემზადება დიდი დებიუტისთვის. ის კვლავ ცდილობს ისწავლოს სუნთქვა და ყლაპვა.

მეთექვსმეტე კვირა
ამ პერიოდში ორსულ ქალი გრძნობს რომ მას მადა უფრო მომეტებული აქვს და სურს უფრო ხშირად მიიღოს საკვები. ეს გამომდიანრეობას იქიდან რომ ჩანასახი სიგრძეში იზრდება და ის საჭიროებს საზრდოობას. გამომდინარე აქედან შესამჩნევია მეორე ტრიმესტრის საწყისი ეტაპიდან ორსულ ქალს აღენიშნებოდეს გარკვეული წონის მომატება. კიდევ უფრო საინტერესოა ის რომ ორსულ ქალს შეიძლება სურვილი გაუჩნდეს ისეთი საკვების მიღების რომლის მიმართ მანამდე მწყრალად იყო განწყობილი. ამ პერიოდში ემბრიონი სიგრძეში უკვე 10 სანტიმეტრია. პატარა ჩანასახის თვალები ნელნელა საკუთარ ფუნქციების განხორციელებას იწყებენ და ამის პარალელურად კიდევ უფრო იზრდებიან.  ასევე იზრდება, წამწამები ძალიან მცირე ზომით მაგრამ პროცესი უკვე შეუქცევადია. ორსული ქალისთვის ყველაზე სასიხარულო ალბათ შემდეგი ინფორმაციაა – ამ პერიოდიან უკვე შესაძლებელია პატარა ემბრიონს ესმოდეს თქვენი ხმა, მას ყურები უკვე ჩამოყალიბების ბოლო სტადიაზე აქვს და ცდილობენ საკუთარი ფუნქციის დაწყებას. ეცადეთ რომ ამ პერიოდიდან უკვე ხშირად გქონდეთ დიალოგი საკუთარ ემბრიონთან რადგან მას უკვე შეუძლია თქვენი ხმის გაგონება.

მეჩვიდმეტე კვირა

მეორე ტრიმესტრში ეს კვირა განსაკუთრებით საინტერესოა რადგან პატარა ემბრიონს უვითარდება თითის ანაბეჭდები. პატარა თითები უკვე ნელნელა ჩამოყალიბებულია (ფორმირების ბოლო ეტაპს გადის) შესაბამისად თითის ანაბეჭდები იწყებენ განვითარებას. ყველა ადამიანს უნიკალური თითის ანაბეჭდი აქვს რაც ჯერ კიდევ 100 წლის წინ ინგლისელმა ანთროპოლგმა, ფრენსის გალტონმა, მეცნიერულად დაამტკიცა. შესაბამისად პატარა ჩანასახს სწორედ ახლა ეწყება უნიკალური თითის ანაბეჭდების ფორმირება რომელიც საბოლოო სახეს მესამე ტრიმესტრის ბოლო კვირებში მიიღებს. ახლა ემბრიონში გულის ცემას უკვე ტვინი არეგულირებს და მას აღენიშნება 140/150 გულის ცემა ერთ წუთში, ორჯერ უფრო მეტი ვიდრე მისი დედის გულს.

მეთვრამეტე კვირა
ამ პერიოდში განსაკუთრებულად საგრძნობი ხდება პატარა ემბრიონის მოძრობა და ყოველგვარი ტექნოლოგიის ჩარევის გარეშე, ორსულის მუცელზე ხელის უბრალო მიდებით შეიძლება ვიგრძნოთ ჩანასახის მოძრაობა. ის კიდევ უფრო აქტიურად მოძრაობს, ხტუნავს და ცდილობს კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. ემბრიონი განაგრძობს განვითარებას სუნთქვისა და ყლაპვის ეტაპზე. ჩანასახის ნერვული სისტემი ძალიან სწრაფად ვითარდება და ყალიბდება რაც თავად მასზე დადებითად აისახება.

მეცხრამეტე კვირა
ამ კვირაში პატარა ემბრიონი განიცდის მომეტებულ ზრდას (Growth Spurt) რაც აისახება მის სიგრძეზეც – ახლა ის უკვე 15 სანტიმეტრის სიგრძისაა. წონაშიც ნელნელა იმატებს და უკვე მინიმუმ 200 გრამს მაინც იწონის.

მეოცე კვირა
ეს პერიოდი განსაკუთრებულად საინტერესოა მომავალი მშობლებისთვის რადგან მათ უკვე შეუძლიათ გაიგონ თუ რა სქესისაა პატარა ემბრიონი – გოგოა თუ ბიჭი ? – ეს კითხვა ამ პერიოდში განსაკუთრებულად აქტუალურია. ზოგი მშობელი სულმოუთქმელად ელოდება ამ კვირას ზოგი კი ცდილობს რომ ამას დიდი ყურადღება არ მიაქციოს. ორსული ქალი უკვე განსაკუთრებულად გრძნობს ემბრიონს მის სხეულში რადგან მისი აქტიური ხტუნვა კიდევ უფრო მეტად შეახსენებს თავს მის დედას.

ოცდამეერთე კვირა
ახლა ემბრიონი უკვე საკმაოდ დიდია და ცდილობს კიდევ უფრო აქტიურად მოემზადოს დიდი დებიუტისთვის – მშობლის ხელებში ჩაწოლისთვის. ის იწონის უკვე 250 გრამს მაინც ხოლო სიგრძეში უკვე 20 სანტიმეტრს გადააჭარბა. ყველაზე საინტერესო ფაქტი კი ისაა რომ ამ პერიოდიდან ემბრიონს შეუძლია გემო გაუსინჯოს იმას რასაც დედა შეჭამს. შესაბამისად ამ კვირიდან კიდევ უფრო საინტერესო ეტაპი იწყება პატარა ემბრიონის ცხოვრებაში – მას კიდევ უფრო უნვითარდება მომნელებელი სისტემა, და უფრო მეტად ცდილობს ყლაპვის უნარის განვითარებას რადგან მან იცის რომ დღის შუქის ნახვის შემდეგ ის აუცილებლად გამოადგება.

ოცდამეორე კვირა
ამ პერიოდში ემბრიონი ზომაში უკვე ემსგავსება პატარა თოჯინას, წონაში უკვე ნახევარ კილოგრამს მაინც იწონის და სიგრძეში მინიმუმ 22 სანტიმეტრეზე დიდია, თუმცა 19-ე კვირასთან შედარებით ემბრიონი ძალიან ნელა იმატებს სიგრძეში რადგან მან ერთი დიდი ზრდის პერიოდი უკვე გამოიარა. ემბრიონის სმენის და ხედვის უნარი კიდევ უფრო ვითარდება და ფაქტიურად ცდილობს მიიღოს დასრულებული სახე. ასევე აღსანიშნავია რომ ორსულ ქალს ამ პერიოდში შეიძლება აღენიშნოს ფეხის ზომის ზრდა რაც ნამდვილად არ არის გასაკვირი.

ოცდამესამე კვირა
მომავალი ოთხი კვირის განმავლობაში პატარა ემბრიონს აღენიშნება მასიური წონის მომატება რასაც თავად ორსული ქალიც იგრძნობს. თუმცა მეორე ტრიმესტრის ბოლოს ეს ყველაფერი აუცილებლად ჩადგება კალაპოტში. ეს კვირა სწორედ განსაკუთრებული წონის მატებით ხასიათდება, ხოლო ემბრიონის ორგანოები ნელნელა მიიღწვიან საბოლოო ფორმირებისგან.

ოცდამეოთხე კვირა
ნელნელა ვუახლოვდებით მეორე ტრიმესტრის დასასრულს და შესაბამისად უკვე საგრძნობია პატარა ემბრიონის გათვითცნობიერებული მოქმედებები. ამ პერიოდში უკვე უბრალოდ სტეთოსკოპითაც კი შესაძლებელია პატარა ემბრიონის გულის ცემის გაგება.

ოცდამეხუთე კვირა
ამ პერიოდში უკვე განსაკუთრებული მონდომებით ცდილობს ემბრიონი რომ ისუნქთოს. აქამდე მისი ცხვირის ნესტოები არ იყო გამოყოფილი ერთმანეთისგან, თუმცა ახლა უკვე ის გაიყო და მიიღო საბოლოო ფორმა. შესაბამისად ცხვირის ნესტოებმა აუბეს მხარი ფილტვებს და პატარა ემბრიონი უკვე სრული დატვირთვით ცდილობს სუნთქვას.

ოცდამეექვსე კვირ

ამ კონკრეტული კვირის განმავლობაში ყველაზე მეტად აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი რომ ემბრიონი უკვე ახელს თვალს, თუმცა ორსული ქალი ნამდვილად ნატრულობს იმას რომ მას შეეძლოს უფრო მეტხანს თვალის მოხუჭვა რადგან ის შეიძლება განიცდიდეს ძილის ნაკლებობას რაც მეორე ტრიმესტრის დასრულების პერიოდში სრულებით მისაღები ფაქტია.

ოცდამეშვიდე კვირა
მეორე ტრიმესტრის დასრულებამდე პატარა ემბრიონი კიდევ ერთხელ განიცდის მომეტებულ ზრდას სიმაღლეში (Growth Spurt) რაც ტრიმესტრის ბოლოს სრულებით მოსალოდნელია. შესაბამისად სიგრძეში ის ახალ ნიშნულს უახლოვდება და წესით უკვე 25-30 სანტიმეტრს შორის უნდა მერყეობდეს.

 ორსულობა-28-კვირა

ორსულობა-28-კვირა

მესამე ტრიმესტრი

ოცდამერვე კვირა
ამ კვირაში მოზრდილი ემბრიონი უკვე ცდილობს თვალის ხშირად დახამხამებას რადგან ეს აუცილებელია მისი სწორი განვითარებისთვის. თვალის ხშირი დახამხამება ეხმარება მას რომ თავიდან აიცილოს უცხო სხეულების მიკარება მის თვალებთან.

ოცდამეცხრე კვირა
ემბრიონი კიდევ უფრო დიდი სიჩქარით იმატებს წონაში და ასევე იზრდება სიგრძეში. უკვე დაიწყო მესამე ტრიმესტრი რაც იმის მანიშნებელია რომ სულ რამდენიმე კვირაღა აშორებს მას გარე სამყარომდე, შესაბამისად ის კიდევ უფრო დიდი მონდომებით ცდილობს სხვადასხვა მგრძნობელობითი ასპექტების განვითარებას. ორსული ქალი უკვე გარკვევით იგრძნობს ემბრიონის წიხლისა თუ ხელის კვრას. ემბრიონი ცდილობს ხშირად იხტუნოს და გაშალოს ხელი.

ოცდამეათე კვირა
ამ პერიოდში დიდი სისწრაფით იზრდება ემბრიონის ტვინი, შესაბამისად ყოველ წუთს ემბრიონი უფრო და უფრო ბრძენდება. მისი მოქმედებები კიდევ უფრო რეგულირდება ტვინით და აბსოლუტურად ყველაფრის ფუნქციონირება უკვე საბოლოოდ ფორმირებული ტვინით ხდება. გამომდინარე იქიდან რომ დღითიდღე ემბრიონი წონაშიც და სიგრძეშიც იზრდება, მის პარალელურად ორსული ქალის მუცელიც განაგრძობს ზრდას უფრო დიდი სისწრაფით.

ოცდამეთერთმეტე კვირა
ჩანასახი უკვე კილოგრამზე მეტს იწონის და მშობლის მგრძნობელობაზე ეს უკვე აისახება. ემბრიონის ტვინი ვითარდება იმაზე სწრაფად ვიდრე აქამდე ვითარდებოდა, შესაბამისად ის უფრო მეტად ცნობს სამყაროს, აღნისაშნავია ისიც რომ სწორედ ამ კვირის განმავლობაში ემბრიონს ბოლომდე უვითარდება ხუთივე გრძნობა – მხედველობა, გემო, ყნოსვა, სმენა და შეხება.

ოცდამეთორმეტე კვირა
ემბრიონის მომნელებელი სისტემა უკვე ბოლომდეა ჩამოყალებებული და მზადაა ახალი სამყაროსთვის. ემბრიონს უკვე ახასიათებს რეგულარული ძილის ციკლი და შესაბამისად უფრო მეტ დროს ატარებს ძილში. ამ პერიოდში უკვე შეუძლია მას ხმების გარჩევა ერთმანეთისგან.

ოცდამეცამეტე კვირა
ჩანასახს უკვე შეუძლია დღისა და ღამის ერთმანეთისგან გამიჯვნა. ამ კვირას განსაკუთრებით საინტერესოა ემბრიონისთვის რადგან მისი იმუნური სისტემა განვითარების ბოლო ეტაპს გადის.

ოცდამეთოთხმეტე კვირა
ამ პერიოდში უკვე საბოლოოდ ყალიბდება პატარას სხეულის სხვადასხვა ნაწილები და იღებენ საბოლოო, დასრულებულ ფორმას მანამ სანამ ის ნახავს დღის შუქს. ბიჭის შემთხვევაში ამ კვირის განმვალობაში მას უნვითარდება სათესლე ჯირკვლები. ჩანასახს უკვე პატარა ფრჩხილები უვითარდება თითებზე.

ოცდამეთხუთმეტე კვირა
ამ კვირის განმავლობაში ემბრიონის პატარა თავის ქალა ძალიან რბილდება და ემზადება მესამე ტრიმესტრის დასრულებითვის. ამის პარალელურად ძალიან იზრდება ჩანასახის თავი ზომაში, შესაბამისად ეს მთლიანად აწვება დედის შარდის ბუშტს, რაც ნამდვილად უსიამოვნო გრძნობას წარმოშობს, თუმცა სულ ღარაც 2/3 კვირაღა რჩება მშობიარობამდე და შესაბამისად გარკვეული ნეგატიური შეგრძნებების მოთმენა შესაძლებელია.

ოცდამეთექვსმეტე კვირა
ამ პერიოდის განმავლობაში კიდევ უფრო ძლიერდება ჩვილის ძვლები მაგრამ ორსულმა ქალმა შეიძლება თავი ხშირად იგრძნოს შეუძლოდ, მითუმეტეს საკმაოდ ტკივილი შეიძლება იგრძნოს ძვლებში, თუმცა ეს ყველაფერი დროებითია რადგან ის მალე გაივლის. ასეთი სახის უცნაური შეგრძნებები მესამე ტრიმესტრის ბოლოს ყოველთვის თან ახლავს, ამიტომ ამაში საშიში არაფერია.

ოცდამეჩვიდმეტე კვირა
ჩანასახი უკვე ემზადება გარე სამყაროში გამოსასვლელად, ის ამისთვის უკვე მზადაა. მისი ძვლები უკვე გამძლეა, სხეულის ნაწილები და მამოძრავებელი სისტემაც ჩამოყალიბებული. ორსული ქალი გრძნოს ოდნავ სისუსტეს მაგრამ ეს მხოლოდ იმის მანიშნებელია რომ მან მალე უნდა იმშობიაროს

ოცდამეთვრამეტე კვირა
ორსული ქალის მუცელი უკვე ძალიან არის გაზრდილი რადგან შიგნით არსებული ჩვილი უკვე ბოლომდეა ჩამოყალიბებული და ემზადება დღის შუქის სანახავად. ჩვილი საბოლოო რეპეტიციას გადის იმისთვის რომ უპრობლემოდ შეხვდეს დიდ დებიუტს გარე სამყაროში.

ოცდამეცხრამეტე და მეორმოცე კვირა
ამ ბოლო ორ კვირაში ბავშვის ტვინი განსაკუთრებულად ვითარდება და საბოლოო ფორმირებას განიცდის მშობიარობამდე. 40-ე კვირა არის უკვე ბოლო პერიოდი და მაშინ არის მშობიარობა მოსალოდნელი, თუმცა თუკი მოხდა ისე რომ 40-ე კვირაში ვერ მოხერხდა მშობიარობა ამაში არაფერია საპანიკო რადგან არსებობს კონკრეტული შემთხვევები როდესაც მშობიარობა თავის ვადაში არ ხდება. შესაბამისად მოსალოდნელი არის როგორც 41-ე ასევე გამონაკლის შემთხვევებში 42-ე კვირაც.

ბოლო კომენტარები

You might also like More from author

დატოვე კომენტარი

Your email address will not be published.