როდესაც ყველაფერი წესრიგში მეგონა…

მუცლის მოშლა –  როდესაც ყველაფერი წესრიგში მეგონა…

მანამ სანამ ეს დამემართა, წარმოდგენაც კი არ მქონდა რა შედეგი შეიძლება ჰქონოდა მუცლის მოშლას. ერთ დღეს გეგმავ ყველაფერს ბავშვისათვის და მეორე დღეს მთელი სამყარო თავზე გენგრევა…

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სითბო და სიყვარული მივიღე როგორც ნათესავებისაგან, ასევე სხვა, იმავე სიტუაციაში მყოფი ქალებისგან, წინ კიდევ უამრავი სიურპრიზი მელოდა. კარგი იქნებოდა ვინმეს რომ ეთქვა რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა მუცლის მოშლას, ვინაიდან ეს ბევრად დამეხმარებოდა. აქ არის რამდენიმე პრაქტიკული რამ, რასაც უნდა ელოდეთ მუცლის მოშლის შემდეგ:

  1. არსებობს მუცლის მოშლის განსხვავებული ტიპები

როდესაც ვიღაცაზე გესმით, რომ მუცელი მოეშალა შეიძლება იფიქროთ რომ ყველაფერი ერთნაირად ხდება, მაგრამ ეს ასე არ არი. არსებობს მუცლის მოშლის სხვადასხვა ტიპები. მუცლის მოშლა ადრეულ და გვიანდელ პერიოდში, პირველ კვარტალში მოშლა და მეორეში და აგრეთვე მათ შორისაც. შეიძლება სისხლის ღვრის შედეგად დაკარგო ბავშვი ან მკვდარ ნაყოფს ატარებდე და ექოსკოპიამდე ვერ მიხვდე. მუცლის მოშლა საკმაოდ ბევრნაირია და სხვადასხვა ემოციურ ტრავმებთან არის დაკავშირებული.

  1. 2. მუცლის მოშლა შეიძლება ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდეს

ბევრ ქალს მიაჩნია რომ მუცლის მოშლა საკმაოდ მოკლე დროში ხდება, მაგრამ ეს ასე არ არის. არსებობს შემთხვევები, როდესაც ეს პროცესი 2 თვე გრძელდებოდა.

  1. შეიძლება თქვენი ბავშვი საერთოდ ვერ ნახოთ

გარკვეული მიზეზების გამო, ქალების დიდი ნაწილისათვის ბავშვის ნახვა აუცილებელია, რათა „გამოჯანმრთელდნენ“. მაგრამ ყველას არ აქვს ამის ფუფუნება და შეიძლება ბავშვი საერთოდ ვერ ნახონ. მუცლის მოშლის შემთხვევების 50 % პირველ ტრიმესტრში ხდება და არ შეუძლიათ ფიზიკურად თავიანთი ბავშვის დანახვა. ამ პერიოდში ემბრიონი ბოლომდე ვერ ყალიბდება და შესაბამისად ფიზიკური ფორმა არ აქვს. ზოგ ქალს ქირურგიული ჩარევა ჭირდება ნაყოფის მოსაშორებლად და ამ შემთხვევაშიც ბავშვის ნახვა შეუძლებელია.

  1. თქვენი ციკლი საკმაოდ მძიმე იქნება მუცლის მოშლის შემდეგ

მუცლის მოშლის შემდეგ ქალის ციკლი საკმაოდ მძიმდება. საკმაოდ მოულოდნელად შეიძლება დაგეწყოთ ციკლი ასე რომ უმჯობესია ყოველი შემთხვევისთვის თავი დაიზღვიოთ და გაითვალისწინოთ. ზოგ შემთხვევაში თუ კი ციკლი ისედაც მძიმე გაქვთ შეიძლება საპირისპირო ეფექტი მოგცეთ და უფრო გაგიმარტივდეთ ციკლი.

  1. საერთოდ არ არის სირცხვილი თქვენს ტრაგედიაზე საუბარი

ჩვეულებრივ მუცლის მოშლის შემდგომ ქალები საკმაოდ ჩაკეტილები ხდებიან, ტირიან და არაფრის ხალისი არ აქვთ. სტატისტიკურად ეს პერიოდი რამდენიმე თვე გრძელდება და ხანდახან წელიწადიც კი შეიძლება გაგრძელდეს.
გამოკვლევების მიხედვით დახმარების ჯგუფები, სადაც ერთი და იმავე პრობლემის მქონე ადამიანები იკრიბებიან და ამ თემებზე საუბრობენ, ყველაზე ეფექტურია სტრესისა და ტრაგედიის დასაძლევად. არ არის აუცილებელი ასეთ შეკრებებში მონაწილეობის მიღება. ახლობელთან ან ოჯახის წევრთან საუბარიც საკმაოდ დადებითი შეიძლება აღმოჩნდეს ქალისათვის. ამიტომ ნუ მოგერიდებათ და ისაუბრეთ თქვენს ტრაგედიაზე ისეთ ადამიანებთან, რომლებიც ყურადღებით მოგისმენენ.

  1. თქვენს ცხოვრებაში ყოველთვის იქნება მძიმე პერიოდები

მაშინაც კი, როდესაც ტირილისა და დარდის პირველ კვირას გადააგორებთ, უნდა იცოდეთ, რომ წინ კიდევ უფრო მძიმე დღეები იქნება. შეიძლება თვეების შემდეგ ორსული ქალის დანახვამ ისევ ის საშინელი პერიოდი გაგახსენოთ. ან თუ კი ვინმემ გიხსენათ რომ ისევ ბავშვის გაჩენაზე უნდა იფიქროთ შეიძლება წყობიდან გამოხვიდეთ. იცოდეთ რომ ყოველთვის იქნება რაღაც თქენს ცხოვრებაში რაც ამ ტრაგედიას გაგახსენებთ, უბრალოდ უნდა ეცადოთ და მედგრად დაუდგეთ.

ბოლო კომენტარები

You might also like More from author

დატოვე კომენტარი

Your email address will not be published.