საკვები, რომელიც ბავშვის სხეულში გაზების გამოყოფას იწვევს

საკვები, რომელიც ბავშვის სხეულში გაზების გამოყოფას იწვევს

მიუხედავად იმიას, რომ ბავშვები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ განსხვავებული ტიპის საკვებზე, არსებობს კონკრეტული ტიპის საკვები, რომელიც გაზების გამომწვევთა სიაში პირველ ადგილზეა. ამის გამომწვევი მიზეზი არის ის, რომ ეს საკვები საკმაოდ ნელა იშლება. ეს შეიძლება იყოს მწვანე ბოსტნეული, ლობიო ან რომელიმე ხილი.

აქ  არის კონკრეტული საკვები, რომელსაც შეძლებისდაგვარად უნდა მოერიდოთ

  • ლობიო
  • ბროკოლი
  • ბრიუსელის კომბოსტო
  • კომბოსტო
  • ყვავილოვანი კომბოსტო
  • ქატო
  • შვრია
  • გარგარი
  • შავი ქლიავი
  • ატამი
  • მსხალი
  • ქლიავი
  • ციტრუსოვანი ხილი

როდის გამოაჩენენ თავს გაზები?

ეს საკვები გაზის ნამატს იწვევს, მაგრამ ყოველთვის მათი ბრალი არაა. არ დაგავიწყდეთ: ბავშვები მუდმივად იკვებებიან და მათი ნაწლავები მუდმივად მუშოაბენ და სადაც განავალია, იქ ბუნებრივად გაზიც არის. ჩვეულებრივ დაახლოებით 2-3 დღე არის საჭირო იმისათვის, რათა საკვები მთლიანად გამოვიდეს ბავშვის სხეულიდან.

რატომ უნდა შევინარჩუნოთ „გაზიანი“ საკვები ბავშვის რაციონში?

გასაგებია, რომ გაზის მოშორების მიზნით გსურთ კონკრეტული საკვების ამოღება ბავშვის რაციონიდან, მაგრამ ამ საკვების მოშორება საქმეს ბოლომდე ვერ უშველის და ეს შეზღუდვა თქვენს ბავშვს ნუტრიენტებს შეუმცირებს.  თქვენი ბავშვისათვის მყარი საკვების მიცემა მის მომნელებელ სისტემას შეაჩვევს მუშაობას და ამისათვის კონკრეტული ოდენობის გაზებთან შეგუება მოგიწევთ.
თუ თქვენს ბავშვს გაზები აწუხებს არ ინერვიულოთ. თვითონ გაზი არ არის პრობლემა, მაგრამ თუ გაზები ბავშვს დისკომფორტს უქმნიან, მაშინ აუცილებელია ექიმთან ვიზიტი.

ბოლო კომენტარები

You might also like More from author

დატოვე კომენტარი

Your email address will not be published.