3 ნიშანი იმისა, რომ მშობიარობის დროა

3 ნიშანი იმისა, რომ მშობიარობის დროა

არავის  სურს საავადმყოფოში დროზე ადრე მისვლა ან გარისკვა, რომ ბავშვი მანქანაში გააჩინოს. როგორ უნდა ვიპოვოთ განსხვავება ნამდვილ და მოჩვენებით მშობიარობას შორის? ყურადღება მიაქციეთ შემდეგ კლასიკურ მშობიარობის დღიურ ნიშნებს.

შეკუმშვებისას ტკივილს განიცდით

 

მშობიარობის ნიშნები- ყველაზე დიდი დაბნეულობა მშობიარობისას მოაქვს იმ ფაქტს, რომ შეიძლება ვერ განასხვაოთ ნამდვილი და მოჩვენებითი შეკუმშვები. როდესაც მშობიარობის დრო ახლოვდება, შეიძლება დაგეწყოთ შეკუმშვები, რომლებიც არაკომფორტულია და განსხვავდება ინტენსიურობის სიხშირით. ყალბი შეკუმშვებისგან განსხვავებით, ნამდვილი შეკუმშვები ბევრად მტკივნეულია. იმდენად ინტენსიური და მტკივნეულია, რომ შეკუმშვების დროს შეუძლებელია ლაპარაკი ან მოძრაობა.

მშობიარობისას შეკუმშვები ძლიერი, განმეორებადი და ქრონიკულია

 

თქვენ შეგიძლიათ დრო დაინიშნოთ. როდესაც შეკუმშვები 5-7 წუთის შუალედით მიმდინარეობს ერთი საათის განმავლობაში მაინც და ყველა ერთნაირი ინტენსივობით, მაშინ მშობიარობა ახლოვდება.

ნიშნავს თუ არა ეს რომ დროა საავადმოფოში ან სამშობიაროში წახვიდეთ? – არ არის აუცილებელი. ბევრი რამე დამოკიდებულია თქვენს სამედიცინო ისტორია, პირველი მშობიარობაა თუ არა, არის თუ არა თქვენი საშვილოსნოს ყელის არხი გაფართოებული. საუკეთესო გამოსავალია დაურეკოთ ექიმს. თუ კი ეს თქვენი პირველი მშობიარობაა, სჯობს მოიცადოთ მანამ, სანამ შეკუმშვები 5-7 წუთის შულედით არ დაგეწყებათ. მაგრამ თავი რომ დავიზღვიოთ უმჯობესია მშობიარობის დღის მოახლოვებისას ექიმს მაინც დავურეკოთ, ვინაიდან შეიძლება მას სხვა პროტოკოლი ჰქონდეს. თუ კი ეს არ არის თქვენი პირველი მშობიარობა, დაურეკეთ ექიმს როდესაც შეკუმშვები 10-15 წუთის შუალედით მიმდინარეობს.

ექიმთან დარეკვისას არ დაგავიწყდეთ უხსენოთ ის პროგრესი, რომელიც განიცადეთ წინა ვიზიტიდან მოყოლებული.

წყლების დაღვრა დაგეწყოთ

 

წყლების დაღვრა არის მნიშვნელოვანი ნიშანი იმისა, რომ თქვენი მემბრანები დასკდა და მშობიარობა დაიწყო. დამაბნეველი არის ის, რომ ორსულობის გვიანდელ პერიოდში ქალები თავს ვეღარ იკავებენ, ვინაიდან ბავშვის თავი აწვება შარდის ბუშტს, რაც იწვევს შარდის დენას ისე, რომ ამას ქალები ვერ აკონტროლებენ. როგორ უნდა გაარჩიოთ რომ წყლები დაღვარეთ და არა შარდის დენა გაქვთ? წყლების დაღვრა საკმაოდ ხანმოკლე პროცესია და მალევე ჩერდება შარდისაგან განსხვავებით. გაითვალისწინეთ რომ შეკუმშვების ქონა არ არის აუცილებელი წყლების დაღვრისათვის. როგორ უნდა მოიქცეთ? – დაურეკეთ ექიმს. აუხსენით ყველაფერი, რა ფერის არის „წყალი“ და ა.შ.  თუ კი „წყალი“ სუფთაა მაშინ ყველაფერი კარგად არის, ხოლო თუ კი „წყალი“ ყავისფერი ან მწვანეა, სასწრაფოდ საავადმყოფოში უნდა წახვიდეთ და ბავშვი უნდა შეამოწმებინოთ.

საბოლოოდ, საკმაოდ რთულია იწინასწარმეტყველოთ როგორი იქნება თქვენი მშობიარობა და რამდენ ხანს გაგრძელდება. მაგრამ ამ ნიშნების ცოდნა, რომელიც გეტყვით რომ მშობიარობა იწყება, დაგეხმარებათ უკეთ გაართვათ თავი იმას, რაც წინ გელოდებათ.

მშობიარობის ნიშნები –  მშობიარობა შემდეგ 24-48 საათში დაიწყება

ხანდახან ქალებს ექნებათ დიარეა მშობიარობამდე 1-2 დღით ადრე. დისპესია და გულისრევაც მოსალოდნელია მშობიარობამდე.

როდესაც ბავშვის თავი მენჯში ჩადის და აწვება მას მშობიარობისათვის. ეს ცნობილია როგორც შემსუბუქება. თქვენი ბავშვის წონა აღარ გაწვებათ დიაფრაგმაზე და შედეგად შედარებით თავისუფლად შეგიძლიათ ამოსუნთქვა.

თქვენ ხართ დაღლილი, მაგრამ უეცრად ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ და შედეგად ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ.

ბოლო კომენტარები

You might also like More from author

დატოვე კომენტარი

Your email address will not be published.